მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 6:22

21. ხოლო შენ მიიღო თავისა შენისად ყოველთაგან ჭამადთა, რომელთა სჭამთ და შეჰკრიბო თავისა შენისა თანა და იყოს შენდა და მათდა საზრდელად22. და ქმნნა ნოე ყოველნი, რაოდენნი ამცნო მას უფალმან ღმერთმან, ეგრეთ ქმნნა.
დაბადებისა თავი 6
22. და ქმნნა ნოე ყოველნი, რაოდენნი ამცნო მას უფალმან ღმერთმან, ეგრეთ ქმნნა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 24. „და შვნა ნოე სამნი ძენი" (დაბ 6:10-11)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. წმიდა და არაწმიდა ცხოველთა განსხვავება (6:19-7:3):

...ბის გარეშე დარჩები. აი, ვბრძანებ, რომ კიდობანში შეიტანო ყველაფერი, რაც თქვენი საკვებისთვისაც საჭიროა და ცხოველთა საზრდელისთვისაც, რათა არც თქვენ იშიმშილოთ და ნაკლებობა გქონდეთ, და არც ცხოველები დაიღუპონ თავიანთი საკვების უქონლობის გამო. „და ქმნნა ნოე ყოველნი, რაოდენნი ამცნო მას უფალმან ღმერთმან, ეგრეთ ქმნნა" (). აი, კვლავ აქაც დიდი ქება (მართლისადმი). „ქმნნა ნოე ყოველნი, რაოდენნი ამცნო მას უფალმან ღმერთმან", — ნათქვამია. არა ის, რომ ერთი ბრძანება აღასრულა და მეორე უყურადღებოდ დატოვა; არა, ყველაფერი გააკეთა, რაც ნაბრძანები იყო, და „ეგრეთ ქმნნა", როგორც ნაბრძანები იყო. არაფერი გამოტოვა, არამედ ყველაფერი აღასრულა და თვით საქმით დაამტკიცა, რომ სამართლიანად ღირსეული გახდა უფლის კეთილგანწყობისა. რა გვირგვინებს გაუტოლდება ეს მოწმობა, რომელიც მართალმა საღვთო წერილისგან მიიღო? ვინ შეიძლება იყოს უფრო ნეტარი, ვიდრე ის, ვინც ღვთის ყველა ბრძანება აღასრულა და ასეთი მორჩილება გამოიჩინა მბრძანებლის მიმართ? და, რათა იცოდე, რა წინასწარმეტყველებას ღირსდება ამისთვის ყოველი ქმნილების შემოქმედისგან, ისმინე, რას ამბობს შემდეგ. „და თქუა უფალმან ღმერთმან ნოეს მიმართ: შევედ შენ და ყოველი სახლი შენი კიდობნად" (

სრულად ნახვა