მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 7:10

9. ორ-ორი ყოველთაგან შევიდეს ნოეს თანა კიდობნად - მამალი და დედალი - ვითარცა ამცნო მას უფალმან ღმერთმან.10. და იყო შემდგომად შვიდთა დღეთასა, და წყალი რღუნისა იქმნა ქუეყანასა ზედა.11. მეექუსასესა წელსა ცხორებასა ნოესსა, მეორესა თთუესა, ოცდამეშჳდესა თთჳსასა, ამას დღესა შინა გამოეცნეს წყარონი უფსკრულისანი და საქანელნი ცისანი განეხუნეს.
დაბადებისა თავი 7
10. და იყო შემდგომად შვიდთა დღეთასა, და წყალი რღუნისა იქმნა ქუეყანასა ზედა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 25. „ხოლო ნოე იყო წელისა ექუსასისაჲ" (დაბ 7:6)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. კაცთმოყვარეობის საშუალებანი და წარღვნის დაწყება (7:7-16):

...ავ ქება მიეგო მართლისთვის — იმისთვის, რომ ყოველივე ისე აღასრულა, როგორც უფალმა უბრძანა, და მის მიერ ნათქვამიდან არაფერი გამოტოვა. „და იყო შემდგომად შვიდთა დღეთასა, — როგორც უფალმა აღუთქვა, — და წყალი რღუნისა იქმნა ქუეყანასა ზედა, მეექუსასესა წელსა ცხორებასა ნოესსა, მეორესა თთუესა, ოცდამეშჳდესა თთჳსასა" (). შენიშნე წერილის ზედმიწევნითობა, როგორ აჩვენებს არა მხოლოდ წელს, არამედ თვეს და თვით იმ დღესაც, რომელშიც წარღვნა მოხდა; რათა თავისი თხრობით შემდგომი თაობების ადამიანები უფრო ძლიერად შეაგონოს და მოვლენა უფრო საშინლად წარმოაჩინოს, ამბობს: „ამას დღესა შინა გამოეცნეს წყარონი უფსკრულისანი და საქანელნი ცისანი განეხუნეს. და იქმნა წჳმა ქუეყანასა ზედა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე" (). შეხედე, როგორ მოწყალებას (შემწყნარებლობას) იყენებს აქაც საღვთო წერილი, როგორ ყველაფერს კაცობრივად ამბობს. არა თუ საქანელნი იყვნენ ცაზე, არამედ წერილი ჩვენთვის ჩვეულ სიტყვებს იყენებს, თითქოს ასე ამბობს: უფალმა მხოლოდ ბრძანა — და წყალმა მაშინვე დაემორჩილა შემოქმედის ბრძანებას და, ყოველი მხრიდან შემოდინებული, მთელი ქვეყანა დაფარა. ხოლო ის, რომ ღმერთმა წარღვნა ორმოც დღესა და ღამეს მოავლინა, ესეც მისი კაცთმოყ...

სრულად ნახვა