მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 7:19

18. და დაიპყრო წყალმან და განმრავლდებოდა ფრიად ქუეყანასა ზედა. და ზე მოაქუნდა კიდობანი ზედა კერძო წყლისა.19. ხოლო წყალი განძლიერდა ფრიად-ფრიად ქუეყანასა ზედა და დაფარნა ყოველნი მთანი მაღალნი, რომელნი იყვნეს ქუეშე ცისა.20. ათხუთმეტ წყრთა ზედა კერძო ამაღლდა წყალი და დაფარნა ყოველნი მთანი.
დაბადებისა თავი 7
19. ხოლო წყალი განძლიერდა ფრიად-ფრიად ქუეყანასა ზედა და დაფარნა ყოველნი მთანი მაღალნი, რომელნი იყვნეს ქუეშე ცისა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 25. „ხოლო ნოე იყო წელისა ექუსასისაჲ" (დაბ 7:6)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. წყლის აღმატება და ქვეყნიერების განწმენდა (7:19-24):

...(7:19-24)

შეხედე, რა დაწვრილებით გვითხრობს (წერილი) წყლის ძლიერი შემოტევის შესახებ — როგორ იგი დღითიდღე უფრო და უფრო მომატულობდა. „განძლიერდა, — ნათქვამია, — წყალი ფრიად-ფრიად და დაფარნა ყოველნი მთანი მაღალნი, რომელნი იყვნეს ქუეშე ცისა: ათხუთმეტ წყრთა ზედა კერძო ამაღლდა წყალი და დაფარნა ყოველნი მთანი" (). ბრძნულად მოიქცა კაცთმოყვარე უფალი, რომ კიდობანი დახშა, რათა მართალს არ ეხილა, რაც ხდებოდა. მართლაც, თუ ჩვენ, ამდენი წლისა და ამდენი თაობის შემდეგ, მხოლოდ წერილის თხრობის მოსმენით ვკანკალებთ და გაოცებაში მოვდივართ, მაშინ რას იგრძნობდა მართალი, საკუთარი თვალებით რომ დაენახა ეს საშინელი უფსკრული? როგორ შეეძლო ამ სანახაობის თუნდაც მცირე ხნით ატანა? განა პირველივე შეხედვისთანავე სული არ გაუვიდოდა, ასეთი უბედურებების სანახაობის გაძლება რომ ვერ შეძლებდა? იფიქრე, საყვარელო, როგორ ჩვენ ახლა, მცირე წყალდიდობისასაც, შიშს მივეცემით, ყველაფრისთვის ვკანკალებთ და თავად სიცოცხლის გამოც სასოწარკვეთილნი ვართ. მაშინ რას გადაიტანდა მართალი, წყლის ასეთ სიმაღლეზე აწეულს რომ ხედავდა? მთებზე მაღლა, ნათქვამია, „ათხუთმეტ წყრთა ზედა კერძო ამაღლდა წყალი". გაიხსენე აქ, საყვარელო, უფლის სიტყვები: **„არა დაადგრეს სული ჩემი კაცთა ამათ შორის... ყოფისათჳს...

სრულად ნახვა