...ის სიმაღლის შესახებ რომ გვაცნობა, ესე იგი, რომ მთების მწვერვალებს ზემოთ თხუთმეტი წყრთით ავიდა, წერილი, თავისი ჩვეული ზედმიწევნითობით, კიდევ ამბობს: „და მოკუდა ყოველი ჴორცი მოკუდავი ქუეყანასა ზედა... და ყოველი კაცი. და ყოველი, რაოდენსა აქუნდა სული სიცოცხლისაჲ, და ყოველი, რაოდენი იყო ჴმელსა ზედა, მოკუდა" (). უმიზეზოდ კი არ შენიშნა წერილმა, რომ ყოველი, ვინც ხმელეთზე იყო, მოკვდა, არამედ იმისთვის, რომ შეიტყო: ყველა დაიღუპა, მხოლოდ მართალი გადარჩა კიდობანში მყოფ ყველასთან ერთად, — რადგან ისინი წინასწარ, ხმელეთი რომ დატოვეს, ღვთის ბრძანებისამებრ კიდობანში შევიდნენ. „და აღჴოცა ყოველი აღმდგომი, რომელი იყო პირსა ყოვლისა ქუეყანისასა" (). შეხედე, როგორ წერილი ერთხელ, ორჯერ და მრავალჯერ გვაცნობებს, რომ საყოველთაო დაღუპვა მოხდა და არცერთი არსება არ გადარჩა, არამედ ყველა წყალში დაიხრჩო — ადამიანებიც და ცხოველებიც. „დაშთა მხოლოდ ნოე და მისთანანი, რომელნი იყუნეს კიდობანსა შინა. და ამაღლდა წყალი ქუეყანასა ზედა ასერგასის დღე" (). ამდენ დღეს წყალი კვლავ მატულობდა. აქ კვლავ იფიქრე მართლის განსაკუთრებულ დიდსულოვნებასა და მამაცობაზე. რა არ გადაიტან...
დაბადებისა 7:21
20. ათხუთმეტ წყრთა ზედა კერძო ამაღლდა წყალი და დაფარნა ყოველნი მთანი.21. და მოკუდა ყოველი ჴორცი მოკუდავი ქუეყანასა ზედა და ყოველი კაცი.22. და ყოველი, რაოდენსა აქუნდა სული სიცოცხლისაჲ, და ყოველი, რაოდენი იყო ჴმელსა ზედა, მოკუდა.
დაბადებისა თავი 7