...მისი და ცოლნი ძეთა მისთანი კიდობნად წყლისათჳს რღუნისა"** (). „და ყოველთაგან მფრინველთა წმიდათა და ყოველთაგან მფრინველთა არაწმიდათა... და ყოველთაგან ქუეწარმავალთა... ორ-ორი ყოველთაგან შევიდეს ნოეს თანა კიდობნად, მამალი და დედალი, ვითარცა ამცნო მას უფალმან ღმერთმან" (). უმიზეზოდ კი არ დაუმატა: „ვითარცა ამცნო მას უფალმან ღმერთმან", არამედ იმიტომ, რომ კვლავ ქება მიეგო მართლისთვის — იმისთვის, რომ ყოველივე ისე აღასრულა, როგორც უფალმა უბრძანა, და მის მიერ ნათქვამიდან არაფერი გამოტოვა. „და იყო შემდგომად შვიდთა დღეთასა, — როგორც უფალმა აღუთქვა, — და წყალი რღუნისა იქმნა ქუეყანასა ზედა, მეექუსასესა წელსა ცხორებასა ნოესსა, მეორესა თთუესა, ოცდამეშჳდესა თთჳსასა" (). შენიშნე წერილის ზედმიწევნითობა, როგორ აჩვენებს არა მხოლოდ წელს, არამედ თვეს და თვით იმ დღესაც, რომელშიც წარღვნა მოხდა; რათა თავისი თხრობით შემდგომი თაობების ადამიანები უფრო ძლიერად შეაგონოს და მოვლენა უფრო საშინლად წარმოაჩინოს, ამბობს: „ამას დღესა შინა გამოეცნეს წყარონი უფსკრულისანი და საქანელნი ცისანი განეხუნეს. და იქმნა წჳმა ქუეყანასა ზედა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე" (...
დაბადებისა 7:8
7. და შევიდა ნოე და ძენი მისნი მის თანა და ცოლი მისი და ცოლნი ძეთა მისთანი კიდობნად წყლისათჳს რღუნისა.8. და ყოველთაგან მფრინველთა წმიდათა და ყოველთაგან მფრინველთა არაწმიდათა და ყოველთაგან საცხოვართა წმიდათა და ყოველთაგან საცხოვართა არაწმიდათა და ყოველთაგან ქუეწარმავალთა ქუეყანისზედათა.9. ორ-ორი ყოველთაგან შევიდეს ნოეს თანა კიდობნად - მამალი და დედალი - ვითარცა ამცნო მას უფალმან ღმერთმან.
დაბადებისა თავი 7