მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 8:12

11. და მოაქცია მისა მიმართ ტრედმან მიმწუხრი და აქუნდა ზეთისხილისა ფურცელი რტოჲთა პირსა შინა მისსა და ცნა ნოე, რამეთუ მოაკლდა წყალი პირისაგან ქუეყანისა.12. და მერმე და-ღა-ითმინა შჳდ დღე. და კუალად განავლინა ტრედი და არ-ღა-რა შესძინა მოქცევად მისსა მომართ მერმე.13. და იყო ექუსასსა და ერთსა წელსა ცხორებასა ნოესსა, პირველსა თთუესა, ერთსა თთჳსასა, მოაკლდა წყალი ქუეყანისაგან და აღსძარცვა ნოე სართული კიდობნისა, რომელ ქმნა, და იხილა, რამეთუ მოაკლდა წყალი პირისაგან ქუეყანისა.
დაბადებისა თავი 8
12. და მერმე და-ღა-ითმინა შჳდ დღე. და კუალად განავლინა ტრედი და არ-ღა-რა შესძინა მოქცევად მისსა მომართ მერმე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 26. "და მოეჴსენა ღმერთსა ნოესი" (დაბ 8:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. კიდობანი არარატზე, ყორანი და მტრედი (8:4-13):

...ედმა ის ნისკარტში აიღო და მასთან ერთად მართალთან დაბრუნდა; მეორე მხრივ, ცნობილია, რომ ეს ზეთისხილის ხე მუდამ მწვანეა და, სავარაუდოდ, წყლის მოკლების შემდეგ ჯერ კიდევ ჰქონდა ფოთლები. "და მერმე და-ღა-ითმინა, — ნათქვამია, — შჳდ დღე... და კუალად განავლინა ტრედი და არ-ღა-რა შესძინა მოქცევად მისსა მომართ მერმე" (). შეხედე, როგორ იღებს მართალი ყოველივესგან საკმარის ნუგეშს. როგორც მტრედის ზეთისხილის რტოთი ნისკარტში დაბრუნებისას სასიამოვნო იმედი გაუჩნდა, ისე ახლაც, გამოშვებული მტრედის არდაბრუნება მისთვის ყველაზე დამაჯერებელი მოწმობა გახდა იმისა, რომ მტრედმა სრული სიმშვიდე იპოვა და წყალი სავსებით გაუჩინარდა. ამის სამართლიანობაში დასარწმუნებლად, მოისმინე, რა მოჰყვება. "და იყო, — ნათქვამია, — ექუსასსა და ერთსა წელსა ცხორებასა ნოესსა... პირველსა თთუესა, ერთსა თთჳსასა, მოაკლდა წყალი ქუეყანისაგან და აღსძარცვა ნოე სართული კიდობნისა, რომელ ქმნა, და იხილა, რამეთუ მოაკლდა წყალი პირისაგან ქუეყანისა" ().

5. ნოეს გამოსვლა კიდობნიდან და კურთხევა (8:14-19)

აქაც უნებლიეთ ვუკვირდები და ვოცდები როგორც მართლის სათნოებას, ისე უფლის კაცთმოყვარეობას. მართლაც, მითხარი, ასე დიდი ხნის შემდეგ ჰაერზე გამოვიდა...

სრულად ნახვა