მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 8:2

1. და მოეჴსენა ღმერთსა ნოესი და ყოველთა მჴეცთა, და ყოველთა საცხოვართა, და ყოველთა მფრინველთა და ყოველთა ქუეწარმავალთა, რაოდენნი იყვნეს მის თანა კიდობანსა შინა.2. და მოაწია ღმერთმან სული ქუეყანასა ზედა და მოაკლდა წყალი და დასწყდეს წყარონი უფსკრულისანი და საქანელნი ცისანი. და მოაკლდა წყალი, მავალი ქუეყანისაგან, და შედგებოდა.3. და შემცირდებოდა წყალი შემდგომად ასერგასისთა დღეთასა.
დაბადებისა თავი 8
2. და მოაწია ღმერთმან სული ქუეყანასა ზედა და მოაკლდა წყალი და დასწყდეს წყარონი უფსკრულისანი და საქანელნი ცისანი. და მოაკლდა წყალი, მავალი ქუეყანისაგან, და შედგებოდა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 28. "და ჰრქუა უფალმან ღმერთმან ნოეს და ძეთა მისთა" (დაბ 9:8-10)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ცისარტყელა — აღთქმის სასწაული (9:12-14):

...გამხნევება, ყოველგვარი შიშისგან გათავისუფლება და სრულ სიმშვიდესა და სულის სიმტკიცეში მოყვანა, აღუთქვა მას, რომ მეტად ასეთ სასჯელს არ მოავლენს.

2. ცისარტყელა — აღთქმის სასწაული (9:12-14)

მართალია, ეს მან უკვე აღუთქვა კურთხევამდეც, როდესაც, როგორც მოისმინეთ, ბრძანა: "არ-ღა შევსძინო მერმე წყევად ქუეყანისა" (); ხალხი, ანუ ბევრ ბოროტებას რომც სჩადიოდეს, მაინც ასეთ სასჯელს არ დავატეხ კაცობრივ მოდგმას. მაგრამ აი, გამოიჩენს რა თავის გამოუთქმელ კაცთმოყვარეობას, ისევ იმასვე აღუთქვამს, რათა მართალი მშვიდად იყოს და თავის თავს ასე არ ეუბნებოდეს: ღმერთმა წინათაც კურთხევით აღნიშნა ჩვენი მოდგმა და ნება მისცა გამრავლებულიყო, მაგრამ მაინც ასეთი საყოველთაო მოსპობა მოავლინა. ამგვარად, იმისთვის, რომ მისი გონებიდან ყოველგვარი შეშფოთება ამოეძირკვა და დაერწმუნებინა, რომ ეს მეტად აღარ იქნება, ღმერთი ამბობს: როგორც წარღვნა მოვავლინე კაცთმოყვარეობით, რათა ბოროტება მოვკვეთო და მისი შემდგომი გავრცელება შემეჩერებინა, ისევე ახლაც ჩემი კაცთმოყვარეობით აღვთქვამ, რომ ამის შემდეგ ამას აღარ მოვიმოქმედებ, რათა ამჟამინდელი ცხოვრება ყოველგვარი შიშის გარეშე გაატაროთ. სწორედ ამიტომ ამბობს: "აჰა, მე აღვადგენ აღთქუმასა ჩემსა", ანუ ხელშეკრულებას ვდებ. როგორც ადამიანურ...

სრულად ნახვა
საუბარი 27. "და აღუშენა ნოე საკურთხეველი ღმერთსა" (დაბ 8:20)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ნოეს მსხვერპლი და სუფთა განწყობის ძალა (8:20-21):

...წმიდა ფრინველთაგან, შეწირა მთელნაყოფი მსხვერპლი, და ამით, რამდენადაც შეეძლო, გამოხატა თავისი გულწრფელი მადლიერება; ხოლო კაცთმოყვარმა ღმერთმა, მიიღო რა ეს მადლობა, გვირგვინი დაადგა მის მოშურნეობას და კვლავ გამოუჩინა თავისი კეთილგანწყობა. "და იყნოსა", — ამბობს წერილი, — "უფალმან ღმერთმან სული სულნელებისაჲ" (). ხედავ, როგორ გახადა შემომწირველის განწყობამ სულნელად კვამლი და სიმყრალე, და ყოველივე, რაც ამ (ცხოველთა დაწვისას) უსიამოვნო იყო. აი, ამიტომ თქვა პავლემაც თავის ეპისტოლეში: "რამეთუ ქრისტეს სურნელებანი ვართ ღმრთისა მიერ ცხორებულთა მათ შორის და წარწყმედულთა: რომელთამე სულად სიკუდილითი სიკუდილად და რომელთამე სულად ცხორებითი ცხორებად" (). "სული სულნელებისაჲ (იყნოსა უფალმან)". ნუ შეგაცბუნებს გამოთქმის უხეშობა, არამედ, სიტყვებში ამგვარი შეწყნარების მიზეზად საკუთარი შენი სისუსტე მიაჩნიე, და აქედან გაიგე, რომ მართლის შესაწირავი სასიამოვნო იყო (ღვთისთვის). და, რომ თავად გამოცდილებიდან ვიცოდეთ, რომ თვით უფალი არაფერს საჭიროებს და (ნოეს) მსხვერპლი სხვა არაფრისთვის კეთილინება მიეღო, გარდა ადამიანთა მადლიერებისკენ აღძვრისა, ამისთვის იგი ყველაფერს ცეცხლს მისცემდა, რათა თავად...

სრულად ნახვა
საუბარი 25. „ხოლო ნოე იყო წელისა ექუსასისაჲ" (დაბ 7:6)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. წინა სწავლების შეჯამება და ნინეველთა მაგალითი:

...მართალი, არამედ იმიტომ, რომ მანამდე უკვე გვამცნო: „ნოე იყო წელიწადთა ხუთასთა" (). ხოლო ამ წლების რიცხვის შემდეგ, მოგვითხრო ადამიანთა მანკიერებისკენ ძლიერი მისწრაფების შესახებ, როგორ „შეყოფილ არს მომგონებელობაჲ კაცისა მოსწრაფებით ბოროტთა და სიჭაბუკითგან მისით" (), რის გამოც ღმერთმა ბრძანა: „არა დაადგრეს სული ჩემი კაცთა ამათ შორის... ყოფისათჳს მათისა ჴორც" (), ამ სიტყვებით მათ თავისი დიდი რისხვის წინასწარ აცნობებდა. შემდეგ, რათა მათ სინანულისა და რისხვის თავიდან აცილებისთვის საკმარისი დრო მიეცა, ამბობს: „იყვნენ ასოც წელ", ესე იგი, ხუთასი წლის შემდეგაც მოვითმენ, რადგან ეს მართალი ხუთასი წლის განმავლობაში არ წყვეტდა ყველას შეგონებას თავისი სახელითვე, და, მხოლოდ ისურვებდნენ მოსმენას, ურჩევდა ცოდვას მოშორებოდნენ და სათნოებისკენ მიქცეულიყვნენ. ამის მიუხედავად, ამბობს ღმერთი, ახლაც კიდევ ასოცი წლის მოთმინებას აღვუთქვამ, რათა ეს დრო ჯეროვნად გამოიყენონ, უკეთურებას განშორდნენ და სიკეთის კეთება დაიწყონ. თუმცა, ამ ასოცი წლის აღთქმით არ დაკმაყოფილდა, არამედ მართალს კიდობნის აგებაც უბრძანა, რათა კიდობნის სახეც საკმარისი შეგონება ყოფილიყო მათთვის, დ...

სრულად ნახვა