მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 8:6

5. ხოლო წყალი მავალი შემცირდებოდა ვიდრე მეათედ თთუემდე და მეთერთმეტესა თთუესა, პირველსა თთჳსასა, გამოჩნდეს თავნი მთათანი.6. ხოლო იყო, შემდგომად ორმეოცთა დღეთასა განაღო ნოე კარი კიდობნისა, რომელ ქმნა.7. და განავლინა ყორანი ხილვად, უკუეთუ მოაკლდა წყალი და განსრული არა კუალად იქცა ვიდრე განჴმობადმდე წყლისა ქუეყანისაგან.
დაბადებისა თავი 8
6. ხოლო იყო, შემდგომად ორმეოცთა დღეთასა განაღო ნოე კარი კიდობნისა, რომელ ქმნა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

მათეს სახარების განმარტება - თავი I
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
1:22-25 - წინასწარმეტყველების აღსრულება:

...ა იგი ვიდრემდე შვა.** - ანუ არასოდეს აღრეულა მასთან, რამეთუ "ვიდრემდე" აქ იმას კი არ ნიშნავს, რომ თითქოს შობამდე არ იცოდა იგი და მერე შეიცნო, არამედ იმას, რომ არც არასოდეს შეუცვნია იგი. ასეთია თავისებური ენა წმინდა წერილისა, როგორც მაგალითად: არ დაბრუნებულა ყორანი კიდობანში "ვიდრე განხმობამდე ნყლისა ქუეყანისაგან" (), მაგრამ იგი ხომ არც ამის შემდეგ დაბრუნებულა, და კიდევ: "მე თქუენ თანა ვარ ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა" (მთ. 28,20) და აღსასრულის შემდეგ აღარ იქნება? მაშინ მით უმეტეს! მსგავსად ამისა, აქაც სიტყვები "ვიდრემდე შვა" იმ აზრით გაიგე, რომ იოსებს იგი არც შობამდე და არც შობის შემდგომად შობისა არ შეუცვნია, რადგან, როგორ შეეხებოდა ამ სიწმინდეს, როცა მისი გამოუთქმელი შობის შესახებ კარგად უწყოდა?

ძე იგი მისი პირმშოჲ. - პირმშოს მას იმის გამო კი არ უწოდებს, რომ თითქოს მარიამმა მეორე შვილიც შვა, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ იგი პირველი და ერთადერთი იშვა. ქრისტე პირმშოა, რადგან პირველი იშვა და მხოლოდშობილი, რადგან ძმა არ ჰყოლია.

და უწოდა სახელი მისი იესუ. - იოსებმა ამ შემთხვევაშიც მორჩილება გამოიჩინა, რადგან ისე მოიქცა, როგორც ანგელოზმა უთხრა.


_1 - ქრისტე ბერძნულად ცხებულს ნიშნავს.

2 - ქართული ტრადიციით ნავეს ძის სახელად არა ”ი...

სრულად ნახვა
საუბარი 26. "და მოეჴსენა ღმერთსა ნოესი" (დაბ 8:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. კიდობანი არარატზე, ყორანი და მტრედი (8:4-13):

...ეათე თვემდე იკლებდა, მეათე თვეში კი მთების მწვერვალები უკვე გამოჩნდა. დაფიქრდი ამასთან, რა სიმტკიცე აქვს მართალს, რომ ამდენი თვის განმავლობაში გაუძლო, თითქოს ბნელში გამოკეტილი იყო. "ხოლო იყო, შემდგომად ორმეოცთა დღეთასა განაღო ნოე კარი კიდობნისა, რომელ ქმნა, და განავლინა ყორანი ხილვად, უკუეთუ მოაკლდა წყალი" (). შეხედე, მართალი ჯერ კიდევ ვერ ბედავს თავად შეხედოს, არამედ ყორანი გამოუშვა, რათა მისი საშუალებით გაეგო, შეიძლებოდა თუ არა რაიმე კეთილი ცვლილების მოლოდინი. "და განსრული ყორანი, — ნათქვამია, — არა კუალად იქცა ვიდრე განჴმობადმდე წყლისა ქუეყანისაგან" (). საღვთო წერილმა აქ "ვიდრე" იმიტომ არ დაამატა, რომ ყორანი მოგვიანებით კიდობანში დაბრუნდა, არამედ იმიტომ, რომ მისთვის ჩვეულია ამ გამოთქმის ასეთი ხმარება. მართლაც, ასეთი ხმარება წერილის მრავალ ადგილას შეგვიძლია ვიპოვოთ, რომლებზეც ახლა მიგითითებდით; მაგრამ, რათა ჩვენგან ყველაფრის გაგებით უზრუნველნი არ გახდეთ, თქვენვე მოგანდობთ წერილის გამოკვლევას და იმის მოძებნას, სად იყენებს ის ასეთ თავისებურებებს. ახლა კი ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მიზეზი, რის გამოც ეს ფრინველი კიდობანში არ დაბრუნდა. შესაძლოა, ეს უწმინდური ფრინველი კიდობნის გარეთ იმიტომ...

სრულად ნახვა