სიმთვრალის სახელწოდება, საყვარელო, წმინდა წერილში ყოველთვის მთვრალობას არ ნიშნავს, არამედ გაძღომასაც. ამიტომ ამ მართალზეც შეიძლება ითქვას, რომ არა თავშეუკავებლობის გამო ჩავარდა სიმთვრალეში, არამედ გაძღომისგან. ასე, დავითი ამბობს: «დაითვრნენ იგინი სიპოხითა სახლისა შენისათა და ღუარი საშუებელისა შენისა ასუა მათ» (), ანუ გაძღდებიან. სიმთვრალეს მიცემულნი კი არასოდეს გრძნობენ სიმაძღრეს, არამედ რაც მეტ ღვინოს ისხამენ თავში, მით უფრო იწვიან წყურვილით, ისე, რომ ხმარება მათ წყურვილის გაზრდას ემსახურება და, თუმცა სიამოვნების განცდა მათში უკვე ქრება, დაუოკებელი წყურვილი სიმთვრალის ტყვეებს სიმთვრალის უფსკრულში გდებს. «და დაასხა», ამბობს წერილი, «ვენაჴი. და სუა ღჳნისაგან და დაითრო და განშიშულდა სახლსა შინა თჳსსა». შენიშნე, ეს არა სადმე გარეთ შეემთხვა, არამედ თავის სახლში. წმინდა წერილმა სწორედ იმიტომ აღნიშნა, რომ «სახლსა შინა თჳსსა», რათა შემდგომიდან შეცნო, ვის მიერ სიშიშვლე გახდა აშკარა, რამდენად უკეთური იყო ის. «და იხილა ქამ, მამამან ქანანისამან, სიშიშულე მამისა თჳსისა და...
დაბადებისა 9:23
22. და იხილა ქამ, მამამან ქანანისამან, სიშიშულე მამისა თჳსისა და გამოსრულმან მიუთხრა ძმათა თჳსთა გარე.23. და მიიღეს სემ და იაფეთ სამოსელი და დაიდვეს ორთავე მჴართა მათთა ზედა. და ვიდოდეს ზურგ უკუნქცევით და შიშლოებაჲ მამისა მათისა არა იხილეს.24. და განიფრთხო ნოე ღჳნისაგან და ცნა, რაოდენ უყო მას ძემან მისმან უჭაბუკესმან.
დაბადებისა თავი 9