მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 9:6

5. და რამეთუ სისხლიცა თქუენი სულთა თქუენთა გამოვიძიო ჴელისაგან მჴეცთასა და გამოვიძიო იგი ჴელისაგან კაცისა ძმისა მისისა გამოვიძიო სული კაცისა.6. და დამთხეველისა სისხლსა კაცისასა ნაცვლად სისხლისა მისისა დაითხიოს, რამეთუ ხატად ღმრთისა შევქმენ კაცი.7. ხოლო თქუენ აღორძნდით და განმრავლდით და განავსეთ ქუეყანა და ეუფლენით მას.
დაბადებისა თავი 9
6. და დამთხეველისა სისხლსა კაცისასა ნაცვლად სისხლისა მისისა დაითხიოს, რამეთუ ხატად ღმრთისა შევქმენ კაცი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 27. "და აღუშენა ნოე საკურთხეველი ღმერთსა" (დაბ 8:20)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. სისხლისა და კაცისკვლის აკრძალვა (9:5-7):

...შინინ მათგან, რომელთა მოსწყჳდნენ ჴორცნი, ხოლო სულისა ვერ ჴელ-ეწიფების მოკლვად"** (). კიდევ უყურე, რა განსაკუთრებული გამოთქმა იხმარა (ღმერთმა). "და დამთხეველისა", — ამბობს, — "სისხლსა კაცისასა ნაცვლად სისხლისა მისისა დაითხიოს, რამეთუ ხატად ღმრთისა შევქმენ კაცი" (). დაფიქრდი, როგორ გააძლიერა ამ გამონათქვამით შიში. თუ, ამბობს, ერთნაირი წარმოშობა არ გაჩერებს და ბუნების ერთობა არ შეგაკავებს ბოროტი განზრახვისგან, თუ შენ, ძმური თანაგრძნობის უარყოფით, მთლიანად ამ საძაგელ ჩანაფიქრს ეძლევი, მაშინ დაფიქრდი, რომ ის (ადამიანი) ღვთის ხატად არის შექმნილი, ღვთისგან ესოდენ მაღალი უპირატესობით არის პატივდებული და მთელ ბუნებაზე ხელმწიფება მიუღია, და ბოროტი განზრახვა დატოვე. რას იტყვი, თუ ვინმე უთვალავ მკვლელობას ჩაიდენს და უამრავ სისხლს დაღვრის, — ეს ადამიანი ღირსეულად იქნება კი დასჯილი, როცა მხოლოდ მისი ერთი სისხლი დაიღვრება? ასე ნუ იმსჯელებ, საყვარელო, არამედ იფიქრე იმაზე, რომ ეს ადამიანი, გაუვლის რა მცირე ხანს, მიიღებს უხრწნელ სხეულს, რომელიც შეძლებს უწყვეტი და საუკუნო ტანჯვის ატანას. შენიშნე ისიც, რა ზუსტად თქვა ღმერთმა მცნება. ადამიანის შესახებ ამბობს: "ნუ ღვრი სისხლს", ხოლო უტყვთა შესახებ არ თქვა "...

სრულად ნახვა