მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 9:8

7. ხოლო თქუენ აღორძნდით და განმრავლდით და განავსეთ ქუეყანა და ეუფლენით მას.8. და ჰრქუა უფალმან ღმერთმან ნოეს და ძეთა მისთა მეტყუელმან:9. აჰა, მე აღვადგენ აღთქუმასა ჩემსა თქუენდა და თესლისა თქუენისა შემდგომად თქუენსა.
დაბადებისა თავი 9
8. და ჰრქუა უფალმან ღმერთმან ნოეს და ძეთა მისთა მეტყუელმან:

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 28. "და ჰრქუა უფალმან ღმერთმან ნოეს და ძეთა მისთა" (დაბ 9:8-10)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. წინა საუბრის შეჯამება და ღვთის აღთქმა (9:8):

...ის მადლი თავისი კაცთმოყვარეობითა და თქვენი სარგებლისთვის მომცემს, თქვენს სმენას გადავცემ. ასე ვაჩვენოთ დღესაც, საყვარელნო, სიყვარულის სიუხვე, რომელიც ღმერთმა კაცობრივი მოდგმის მიმართ გამოავლინა, და ამისთვის წარმოვადგინოთ თვით ნოესადმი ღვთის მიერ ნათქვამი სიტყვები. "და ჰრქუა უფალმან ღმერთმან ნოეს და ძეთა მისთა" (). მას შემდეგ, რაც ნოე და მისი ძენი აკურთხა და უთხრა: "აღორძნდით და განმრავლდით", მისცა მათ ყველა ცხოველზე ხელმწიფება და ნება დართო საჭმელად მოეხმარათ ისინი ისევე, როგორც "მწუანვილი თივისაჲ", მხოლოდ სისხლში ხორცის ჭამა აუკრძალა, — ღმერთი, გააგრძელებს რა თავის მზრუნველობას მართლის მიმართაც და მისი შთამომავლების მიმართაც და მუდამ ქველმოქმედებით ანაყრებს ჩვენს ბუნებას, კიდევ უფრო დიდ ქველმოქმედებას დაურთავს. "და ჰრქუა, — ნათქვამია, — **უფალმან ღმერთმან ნოეს და ძეთა მისთა მეტყუელმან: აჰა, მე აღვადგენ აღთქუმასა ჩემსა თქუენდა და თესლისა თქუენისა შემდგომად თქუენსა. და ყოვლისა სულისა ცხოველისა თქუენ თანა მფრინველთაგან და საცხოვართაგან და ყოველთაგან მჴეცთა ქუეყანისათა, რაოდენნი არიან თქუენ თანა, ყოველთა თანა გამოსრულთა კიდობნით და ყოველთა პირუტყუთა ქუეყანისათა. და დავამტკიცო აღთქუმაჲ ჩემი თქუენდა მიმართ და არ-ღა-რა მოჰკუდეთ ყოვ...

სრულად ნახვა