მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ებრაელთა მიმართ 1:9

8. ხოლო ძისათჳს იტყჳს: საყდარი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე; კუერთხი განგებისაჲ და კუერთხი სუფევისა შენისაჲ.9. შეიყუარე სიმართლე და მოიძულე უშჯულოებაჲ. ამისთჳს გცხოს შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცხებელი სიხარულისაჲ უმეტეს მოყუასთა შენთა.10. და: შენ დასაბამსა, უფალო, ქუეყანაჲ დააფუძნე, და ქმნულნი ჴელთა შენთანი ცანი არიან;
ებრაელთა მიმართ თავი 1
9. შეიყუარე სიმართლე და მოიძულე უშჯულოებაჲ. ამისთჳს გცხოს შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცხებელი სიხარულისაჲ უმეტეს მოყუასთა შენთა.
ებრაელთა მიმართ თავი 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: "ამისთჳს გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმა" (1,9).:

თარგმანი: რამეთუ ვინაჲთგან იძლია კაცობრივი ბუნებაჲ და ,,მოიძულა სიმართლჱ და შეიყუარა ურჩულოებაჲ", ამისთჳს კაც იქმნა ძჱ ღმრთისაჲ მხოლოდშობილი და წარჰმართა თავისა თჳსისა მიერ ბუნებასა შინა კაციბრივსა სიყუარული სიმართლისაჲ და სიძულილი ურჩულოებისა და ესე იყო მიზეზი განჴორციელებისაჲ. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: "ამისთჳს გცხო შენ ღმერთმან ღმერთმან შენმან", ამის ძალისათჳს, გარნა თუ რაჲთა რომელნი მოყუას შენდა იქმნეს კაცნი, იხარებდენ, რამეთუ პოვეს წყალობაჲ, რომელ შენ მიერ იქმნა მათდა წარმართებაჲ, სიყუარული სიმართლისაჲ და სიძულილი ურჩულოვებისაჲ.

წმიდისა ბასილი: რამეთუ ვინაჲთგან ძუელსა შჯულსა მეფეთა და მღდელთმოძღუართა სცხებდეს, ამისთჳს ცხებულ იქმნნეს ჴორცნიცა უფლისანი ჭეშმარიტითა მით საცხებელითა, რომელ არს მოსლვაჲ სულისა წმიდისაჲ, რომელსაცა "საცხებელ სიხარულისა" უწოდა, ხოლო იცხო იგი უმეტეს მოყუასთა მისთა, (რამეთუ) ესე იგი არს, კაცთა, რომელნი მოყუას ქრისტესა იწოდნეს, რამეთუ მათ ნაწილი მიეცა სულისა წმიდისა ზიარებისაჲ, ხოლო ძესა ზედა ღმრთისასა ყოველივე არსებაჲ სულისა წმიდისაჲ დაადგრა, რამეთუ ვინაჲთგან ორთა პირთაგან შეზავებული არს მაცხოვრისათჳს...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის