📋 სარჩევი
ებრაელთა მიმართ
ესე მიუწერა იტალიით მოციქულმან პავლე, ვინაჲთგან ქადაგა სახარებაჲ, და მიუწერა წარმართთაგანთა ებისტოლეები და აწ მიუწერს ყოველთა წიწადაცუეთილებისაგანთა მორწმუნეთა, რამეთუ იტოდეს თუ: რჩულისაცა მოსესისა კეთილ არს დამარხვაჲ. ამისთჳს მიუწერა ესე, რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ დასცხრა რჩული ქრისტეს მოსვლითა. ხოლო დაწერა მან ესე ებისტოლჱ ებრაელთა ენითა და უკუანაჲსკნელ კლემენტოს ჰრომმან თარგმნა ბერძულსა ენასა. ხოლო ამისთჳს არა თქუა თავსა ზედა თჳსი სახელი, ვითარცა სხუათა ებისტოლეთა, რამეთუ პავლესი წარმართთა მოციქულად ეწოდებოდა და ამისთჳს ჰურიათა რაჲ მიუწერნ, არა თქჳს თავსა ზედა თუ: "პავლჱ მოციქული".
პავლესი: ბრწყინვალებაჲ დიდებისაჲ (1,3).
თარგმანი: ბრწყინვალებაჲ არს დიდებისაჲ, რამეთუ მისგან არს უვნებელად გამოსრული, ვითარცა ბრწყანვალებაჲ მზისაგან უვნებელად გამოვალს და არარაჲ დააკლდების მას, რამეთუ განუშორებელ არს მისგან, ვითარცა ნათელი მზისაჲ მზისაგან.
პავლესი: და ოდეს კუალად შემოჰყავს პირმშოჲ იგი სოფლად (1,6).
თარგმანი: უფალი ჩუნი იესუ ქრისტე ჴორციელად მოსლვასა მისსა გამოსლვად უწესს, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: "გამოვიდა მთესვარი თესვად", და კუალად იტყჳს: "მე მამისაგან გამოვედ და მოვედ". ხოლო პავლე შემოსლვად სახელ-სდებს და იტყჳს: "ოდეს შემოჰყავს პირმშოჲ სოფლად", რამეთუ შემოსლვად განჴორციელებასა მისსა იტყჳს. ესე იგი არს, რაჟამს მისცეს ჴელთა მისთა ყოველი სოფელი, რამეთუ მაშინ მოიგო ყოველი სოფელი. ხოლო ამათ სიტყუათა ყოველთა, არა ღმრთეებისათჳს, არამედ კაცობრივისა ბუნებისათჳს იტყჳს.
პავლესი: "ამისთჳს გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმა" (1,9).
თარგმანი: რამეთუ ვინაჲთგან იძლია კაცობრივი ბუნებაჲ და ,,მოიძულა სიმართლჱ და შეიყუარა ურჩულოებაჲ", ამისთჳს კაც იქმნა ძჱ ღმრთისაჲ მხოლოდშობილი და წარჰმართა თავისა თჳსისა მიერ ბუნებასა შინა კაციბრივსა სიყუარული სიმართლისაჲ და სიძულილი ურჩულოებისა და ესე იყო მიზეზი განჴორციელებისაჲ. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: "ამისთჳს გცხო შენ ღმერთმან ღმერთმან შენმან", ამის ძალისათჳს, გარნა თუ რაჲთა რომელნი მოყუას შენდა იქმნეს კაცნი, იხარებდენ, რამეთუ პოვეს წყალობაჲ, რომელ შენ მიერ იქმნა მათდა წარმართებაჲ, სიყუარული სიმართლისაჲ და სიძულილი ურჩულოვებისაჲ.
წმიდისა ბასილი: რამეთუ ვინაჲთგან ძუელსა შჯულსა მეფეთა და მღდელთმოძღუართა სცხებდეს, ამისთჳს ცხებულ იქმნნეს ჴორცნიცა უფლისანი ჭეშმარიტითა მით საცხებელითა, რომელ არს მოსლვაჲ სულისა წმიდისაჲ, რომელსაცა "საცხებელ სიხარულისა" უწოდა, ხოლო იცხო იგი უმეტეს მოყუასთა მისთა, (რამეთუ) ესე იგი არს, კაცთა, რომელნი მოყუას ქრისტესა იწოდნეს, რამეთუ მათ ნაწილი მიეცა სულისა წმიდისა ზიარებისაჲ, ხოლო ძესა ზედა ღმრთისასა ყოველივე არსებაჲ სულისა წმიდისაჲ დაადგრა, რამეთუ ვინაჲთგან ორთა პირთაგან შეზავებული არს მაცხოვრისათჳს თქუმული სიტყუა ბუნებისათჳს ღმრთეებისა და კაცებისა. ესე სიტყუაჲ არა ღმრთეებისათჳს არს, არამედ კაცებისათჳს.