მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ებრაელთა მიმართ 11:21

20. სარწმუნოებით მერმეთა მათთჳს ისაკმან აკურთხა იაკობი და ესავი.21. სარწმუნოებით იაკობმან, მო-რაჲ-კუდებოდა, თჳთოეულად ძენი იოსებისნი აკურთხნა და თაყუანის-სცა წუერსა ზედა კუერთხისა მისისასა.22. სარწმუნოებით იოსებ, აღ-რაჲ-ესრულებოდა, გამოსლვისათჳს ძეთა ისრაჱლისათა მოიჴსენა და ძუალთა თჳსთათჳს ამცნო.
ებრაელთა მიმართ თავი 11
21. სარწმუნოებით იაკობმან, მო-რაჲ-კუდებოდა, თჳთოეულად ძენი იოსებისნი აკურთხნა და თაყუანის-სცა წუერსა ზედა კუერთხისა მისისასა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 66. „მოეახლნეს დღენი ისრაელისანი სიკუდილისა" (დაბ 47:29-31)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. იაკობის კურთხევა ეფრემისა და მანასესი (48:1-12):

...ეულიც თავს მიჰყვება. თუ მამამ ეს გააკეთა, მით უფრო გააკეთებდა ამას დედა, სიცოცხლეს რომ არ წარეტაცა სიკვდილს. „და თაყუანის-სცა წუერსა ზედა კუერთხისა მისისასა". ამიტომ პავლემაც თქვა: „სარწმუნოებით იაკობმან, მო-რაჲ-კუდებოდა, თჳთოეულად ძენი იოსებისნი აკურთხნა და თაყუანის-სცა წუერსა ზედა კუერთხისა მისისასა" (). ხედავ, რომ ეს თავადაც იაკობმა რწმენით გააკეთა, წინასწარ ჭვრეტდა რა, რომ მისი თესლისგან შობილი სამეფო მოდგმისა იქნებოდა? შემდეგ, როცა იაკობმა ძეს თავისი სურვილი ამცნო, ცოტა ხნის შემდეგ, ამბობს წერილი, იოსებმა გაიგო, რომ მამამისი უძლურდება, საფლავის კართან დგას და უკვე სიცოცხლის აღსასრულის ჟამი უახლოვდება – „წარმოიყუანნა ორნი ძენი თჳსნი... და მოვიდა იაკობისა. უთხრეს იაკობს... ვითარმედ იოსებ, ძე შენი მოვალს შენდა. და განძლიერდა ისრაჱლ და აღჯდა ცხედარსა ზედა" (დაბ 48:1–2). შეხედე, როგორ აძლიერებდა მოხუცს ძისადმი სიყვარული და როგორ სძლევდა სულის ძალა სხეულის უძლურებას. ძის მოსვლის შესახებ რომ გაიგო, როგორც წერილი ამბობს, „აღჯდა ცხედარსა ზედა". როცა იგი იხილა, მამობრივ სიყვარულს უჩვენებს, და რაკი სიკვდილისთვის ემზადებოდა, თავისი კურთხევით ფარავს შვილებს და ამ უდიდეს მონაგარსა და სიმდიდრეს უტოვებს, რომელიც ვერასოდეს ამოიწურე...

სრულად ნახვა