...დეს სენისაგან. არამედ ჯერ-არს, რაჲთა გინა თუ ვიხილოთ ესევითარი სასწაული, გინა თუ არა, ყოველსავე ზედა ვჰმადლობდეთ უფალსა და ვადიდებდეთ, რამეთუ ესე არს საქმჱ ერთგულთა მონათაჲ, ესე არს სახჱ სიყუარულისა ღმრთისაჲ, რაჲთა გინა თუ გუტანჯვიდეს, გინა თუ გჳლხენდეს, გჳყუარდეს იგი, რამეთუ უფალსა რომელი უყუარნ, ტანჯის; ხოლო რაჟამს განსუენებისა ჟამსა ოდენ გჳყუარდეს იგი, მაშინ არა არს სიყუარული იგი. რამეთუ რად ვიტყჳ სენთა ანუ ჴორციელთა განსაცდელთა? არამედ დაღაცა-თუ გეჰენიაჲ გესმეს და ჯოჯოხეთი, არცა მაშინ გიჴმს მადლობისაგან ღმრთისა დაცხრომაჲ, რამეთუ ესე არს სახჱ სრულისა კეთილისაჲ; და რომელი ესრეთ იყოფებოდის, ესეცა ცხორებაჲ განსუენებით წარვლოს და საუკუნეთა კეთილთა მიემთხჳოს და კადნიერებაჲ პოვოს წინაშე ღმრთისა, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
ებრაელთა მიმართ 12:6
5. და მოჰმედგრდეთ ნუგეშინის-ცემისაგან, რომელი ვითარცა შვილთა გეტყჳს თქუენ: შვილო ჩემო, ნუ სულ-მოკლე იქმნები სწავლასა უფლისასა, ნუცაღა დაჰჴსნდები მის მიერ მხილებასა.6. რამეთუ რომელი უყუარნ უფალსა, სწავლის; და ტანჯის ყოველი შვილი, რომელი შეიწყნარის.7. უკუეთუ სწავლასა დაუთმოთ, ვითარცა შვილთა შეგიწყნარებს თქუენ ღმერთი. რამეთუ ვინ-მე არს შვილი, რომელი არა სწავლის მამამან?
ებრაელთა მიმართ თავი 12