📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მოვიდეს მისა სამარიტელნი იგი და ეტყოდეს მას, რაჲთა დაადგრეს მათ თანა. და დაადგრა მუნ ორ დღე. და უფროჲსსა სი მრავლესა ჰრწმენა სიტყუათა მისთაჲ. და დედაკაცსა მას ეტყოდეს: არღარა სიტყჳთა შენითა გურწამს, რამეთუ ჩუენ თჳთ გუესმა მაგისგან და უწყით, რამეთუ ესე არს ჭეშმარიტად მაცხოვარი სოფლისაჲ. და შემდგომად ორისა დღისა გამოვიდა მიერ და წარვიდა გალილეად“ (4,40-43).
თ ა რ გ მ ა ნ ი: არარაჲ არს უუძლურჱს შურისა და ამპარტავანებისა. ესენი არიან ბევრეულთა ბოროტთა მოქმედნი. ამათ მიერ ჰურიანი, რომელთა უმეტესი გულისხმის-ყოფაჲ აქუნდა, ვიდრე სამარიტელთა, და წინაჲსწარმეტყუელთა თანა აღზრდილ იყვნეს, უდარეს სამარიტელთასა გამოჩნდეს. რამეთუ ამათ სიტყუათაგან ოდენ დედაკაცსა მას ჰრწმენა თჳნიერ სასწაულთა ხილვისა, და განვიდეს მისა და ევედრებოდეს ქრისტესა დადგრომად მათ თანა, ხოლო ჰურიანი ესოდენთა სასწაულთა ხილვასა ზედა სდევნიდეს მას ქუეყანით მათით. ამისთჳსცა არა ჯერ-იჩინა უფალმან, რაჲთამცა გარემიაქცინა იგინი, რომელნი ევედრებოდეს მას და შეუვრდებოდეს, არამედ დაადგრა მათ თანა, ვითარცა ჰშუენოდა მისსა კაცთმოყუარებასა, რამეთუ მათ ენება და ევედრებოდეს, რაჲთა იყოს მათ თანა; ხოლო უფალმან არა თავს-იდვა, არამედ ორ დღე ოდენ, და მრავალთა ჰრწმენა მისი ორსა მას დღესა. და ძნელ იყო რწმუნებაჲ მათი, რამეთუ სასწაული არა ეხილვა, და რამეთუ ჰურიათა ემტერებოდეს, არამედ ვინაჲთგან უვნებელად დაადგრა, შურით ისმენდეს სიტყუათა მისთა, არარაჲ იქმნა დამაყენებელ მათა სარწმუნოებად, „და დედაკაცსა მას ეტყოდეს, ვითარმედ: არღარა შენისა სიტყჳსათჳს გურწამს, ჩუენ თჳთ გუესმა და ვიცით, რამეთუ ესე არს მაცხოვარი სოფლისაჲ, ქრისტე“.
მოწაფენი მოძღუართა წარჰჴდეს და ჰურიათა ფრიად უაღრჱს გამოჩნდეს, რამეთუ ესევითარი არს ჭეშმარიტებაჲ: რაჟამს პოვოს სული წრფელი, დაემტკიცების მას შინა, და უკუეთუ არა დაემტკიცოს მას შინა, სულისა მის არს ბრალი და არა მისი; რამეთუ მზჱცა განანათლებს თუალთა მრთელთა, ხოლო უძლურთა ვერ განანათლებს არა თუ თჳსისა უძლურებისაგან, არამედ თუალთა მათგან.
ისმინე უკუე, რასა იტყჳან სამარიტელნი იგი, ვითარმედ: „ვიცით, რამეთუ იგი არს მაცხოვარი სოფლისაჲ, ქრისტე“. ჰხედავა, ვითარსა გულისხმის-ყოფასა მოვიდეს მეყსა შინა? და ცნეს, ვითარმედ ყოვლისა სოფლისაჲ მისა ეგულებოდა მოქცევაჲ, და არა ჰურიათა ოდენ თანა დაუტეობდა თჳსსა განგებულებასა, არამედ ყოველსა სოფელსა განანათლებდა. არამედ ჰურიათა არა ესრეთ ქმნეს, გარნა „თჳსსა სიმართლესა ეძიებდეს დამტკიცებად და სიმართლესა ღმრთისასა ვერ მისწუდეს“.1 ხოლო ესენი აღიარებენ, ვითარმედ: „ყოველთა ცოდეს, არამედ განმართლდებიან უსასყიდლოდ მადლითა ღმრთისაჲთა“,2 და: „ესე არს ჭეშმარიტად მაცხოვარი სოფლისაჲ, ქრისტე“, წარწყმედულისა მის ბუნებისა მჴსნელი და ჭეშმარიტისა ცხორებისა მომნიჭებელი. ესე არს საქმჱ მჴურვალისა სარწმუნოებისაჲ, რამეთუ საკჳრველ არს მათთჳს, ვი-თარმედ თჳნიერად სასწაულთა ხილვისა სწავლითა ოდენ ესრეთ მჴურვალედ ჰრწმენა. ხოლო სწავლაჲ თუ რაჲ უთქუამს მუნ, არღარას იტყჳს მახარებელი, რაჲთა სცნა, ვითარმედ მრავალსა რას თანაწარჰჴდებიან მახარებელნი სიტყუათა მისთა და სასწაულთა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და შემდგომად ორისა დღისა გამოვიდა მიერ და წარვიდა გალილეად. რამეთუ თავადი იესუ წამებდა, ვითარმედ: წინაჲსწარმეტყუელსა თჳსსა სოფელსა პატივი არა აქუს“ (4,43-44).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რადღა სწერია ამას ადგილსა ესე, თუ: „თჳსსა მამულსა პატივი არა აქუს“? გარნა ამისთჳს, რამეთუ ამას ადგილსა მამულად კაფარნაუმსა იტყჳს, და რაჲთა არავინ თქუას, თუ: რად დაადგრა სამარიტელთა თანა და კაფარნაუმს თანაწარჰჴდა? - ამისთჳს იტყჳს ამას, რაჲთა სცნა, ვითარმედ სხჳსა არარაჲსათჳს ქმნა ესე, გარნა რამეთუ ურწმუნო იყვნეს იგინი და არა ისმენდეს მისსა. ამისთჳს არა წარვიდა მუნ, რაჲთა არა უმეტეს იყოს მათ ზედა საშჯელი.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ოდეს მოვიდა იგი გალილეად, შეიწყნარეს იგი გალილეველთა, რამეთუ ყოველი ეხილვა, რაოდენი ექმნა იესუს დღესასწაულსა მას იერუსალჱმს, და იგინიცა მოსრულ იყვნეს დღესასწაულსა მას“ (4,45).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, რამეთუ რომელნი შეურაცხად აქუნდეს ფარისეველთა და მწიგნობართა, იგინი უფროჲსად მოიქცეოდეს? რამეთუ გალილეაჲსათჳს იტყოდეს, ვითარმედ: „გალილეაჲთ წინაჲსწარმეტყუელი არა აღდგომილ არს“;3 და სამარიტელნი კუალად საძაგელად აქუნდეს, ვიდრეღა, აგინებდეს რაჲ, ეტყოდეს, ვითარმედ: „სამარიტელ ხარ შენ“.4 და აჰა ესერა სამარიტელთაცა და გალილეველთა ჰრწმენა უფალი სირცხჳლად და საყუედრელად ჰურიათა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მოვიდა იესუ მერმეცა კანად გალილეაჲსა, სადა-იგი ქმნა წყალი ღჳნოდ. და იყო ვინმე სამეუფოჲსა კაცი, რომლისა ძჱ სნეულ იყო კაფარნაუმს. ამას ესმა, ვითარმედ: მოსრულ არს იესუ ჰურიასტანით გალილეად; მოვიდა მისა და ევედრებოდა, რაჲთა მივიდეს და განკურნოს ძჱ იგი მისი“ (4,46-47).
თ ა რ გ მ ა ნ ი: კანას გალილეაჲსასა მოვიდა, რაჲთა მოაჴსენოს მათ სასწაული იგი, მის მიერ ქმნილი, და უმეტჱსად მორწმუნე-ყვნეს მისა
1 რომ. 10,3. 2 შდრ. რომ. 3,23-24. 3 იოან. 7,52. 4 იოან. 8,48.
მიმართ, ხოლო კაცი ესე სამეუფოჲ გინა თუ ნათესავისაგან იყო სამეუფოჲსა, ანუ თუ მთავრობისათჳს სახელ-სდვა სამეუფოდ. ხოლო იტყჳან ვიეთნიმე, ვითარმედ: ესე იყო, რომლისათჳს მათე იტყჳს; არამედ არა ესე არს, რამეთუ არა პატივისაგან ოდენ საცნაურ არს, ვითარმედ არა თუ იგი იყო, არამედ სარწმუნოებისაგანცა, რამეთუ იგი იტყოდა, ვითარმედ: „არა ვარ ღირს, რაჲთა სართულსა ჩემსა შემოხჳდე“,1 ხოლო ესე ევედრებოდა მისლვად; და მუნ მთით მოსრულ იყო კაფარნაუმს,2 და აქა - სამარიაჲთ კანას.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ არა იხილოთ სასწაულები და ნიშები, არასადა გრწმენეს. ჰრქუა მას სამეუფოჲსა კაცმან: უფალო, მოვედ მოსიკუდიდმდე ძისა ჩემისა. ჰრქუა მას იესუ: ვიდოდე, ცოცხალ არს ძჱ შენი“ (4,48-50).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ამას ადგილსა ანუ სამარიტელთა აქებს, ვითარმედ თჳნიერ სასწაულთა ჰრწმენა, გინა თუ ქალაქსა მას აყუედრებს, კაფარნაუმს, ვინაჲ კაცი იგი იყო, რამეთუ დაღაცათუ ჰრწმენა მას, არამედ არა სრულიად; ამისთჳსცა ჰკითხვიდა თჳსთა მონათა, მი-რაჲ-ვიდა. რაჟამს მიუთხრეს სიმრთელჱ ძისა მისისაჲ, მაშინღა გულისხმა-ყო და ჰრწმენა ყოვლითურთ სახლეულით მისით.3 და ესე იცოდა უფალმან, მხედველმან გონებათამან, ამისთჳს ჰრქუა, ვითარმედ: „უკუეთუ არა იხილოთ სასწაულები და ნიშები, არა გრწმენეს“. რამეთუ იხილენ, სიტყუანი მისნი ვითარ უძლურ არიან, ვითარ იტყოდა, ვითარმედ: „მოვედ ვიდრე მოსიკუდიდმდე ყრმისა მის“, ვითარმცა ვერ ძალ-ედვა შორითგან განკურნებაჲ, ანუ თუ მკუდრეთით აღდგინებაჲ. ხოლო რაჲსათჳს, რომელ თავით თჳსით მივიდოდა, და აქა არცაღა თუ წოდებით მივალს? ამისთჳს, რამეთუ მუნ სარწმუნოებაჲ სრული აქუნდა ასისთავსა. ამისთჳს მივიდა, რაჲთა ვცნათ, ვითარმედ სათნო-უჩნდა კაცი იგი. ხოლო ამას არა აქუნდა ესევითარი სარწმუნოებაჲ და არა იცოდა, თუ შორითცა ძალ-უც განკურნებაჲ, არამედ აიძულებდა მისლვად. ამისთჳს არა მივიდა, რაჲთა რაჟამს პოვოს განკურნებული, ჰრწმენეს, ვითარმედ ძალ-უც უფალსა შორითცა განკურნებაჲ. ხოლო რაჟამს გესმეს სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: „უკუეთუ არა იხილოთ სასწაულები და ნიშები, არა გრწმენეს“, გულისხმა-ყავ, რამეთუ ამას იტყჳს, ვითარმედ: არა გაქუს სარწმუნოებაჲ, ვითარ ჯერ-არს.
1 მათ. 8,8. 2 შდრ. მათ. 8,1,5. 3 შდრ. იოან. 4,51-53.
სწავლაჲ ლე ვითარმედ ჯერ-არს ყოველსავე ზედა მადლობაჲ ღმრთისაჲ
ხოლო ჩუენ ამის ყოვლისაგან ვისწავოთ, რაჲთა არა სასწაულ-თა ხილვასა ვეძიებდეთ ღმრთისაგან, არცა გჳჴმდეს რაჲ სახჱ ხილვად საწამებელად ძლიერებისა ღმრთისა. რამეთუ ვხედავ აწცა, ვითარმედ მრავალნი მაშინ განკჳრდებიან ძლიერებისათჳს ღმრთისა, რაჟამს ანუ შვილნი, ანუ ძმაჲ, ანუ სხუაჲ რაჲ განთავისუფლდეს სენისაგან. არამედ ჯერ-არს, რაჲთა გინა თუ ვიხილოთ ესევითარი სასწაული, გინა თუ არა, ყოველსავე ზედა ვჰმადლობდეთ უფალსა და ვადიდებდეთ, რამეთუ ესე არს საქმჱ ერთგულთა მონათაჲ, ესე არს სახჱ სიყუარულისა ღმრთისაჲ, რაჲთა გინა თუ გუტანჯვიდეს, გინა თუ გჳლხენდეს, გჳყუარდეს იგი, რამეთუ უფალსა რომელი უყუარნ, ტანჯის;1 ხოლო რაჟამს განსუენებისა ჟამსა ოდენ გჳყუარდეს იგი, მაშინ არა არს სიყუარული იგი. რამეთუ რად ვიტყჳ სენთა ანუ ჴორციელთა განსაცდელთა? არამედ დაღაცა-თუ გეჰენიაჲ გესმეს და ჯოჯოხეთი, არცა მაშინ გიჴმს მადლობისაგან ღმრთისა დაცხრომაჲ, რამეთუ ესე არს სახჱ სრულისა კეთილისაჲ; და რომელი ესრეთ იყოფებოდის, ესეცა ცხორებაჲ განსუენებით წარვლოს და საუკუნეთა კეთილთა მიემთხჳოს და კადნიერებაჲ პოვოს წინაშე ღმრთისა, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
1 შდრ. ებრ. 12,6.