თარგმანი: შემოქმედისა მისისაო, რომელმან შექმნა იგი მოციქულად და მღდელთმოძღურად, ბუნებასა ამას შინა რაჲ კაცთასა შემოვიდა, რამეთუ აქა, არა თუ არსებისათჳს, არამედ პატივთათჳს კაცობრივთა, ვითარმედ, რომელმან შექმნა იგი, ესე იგი არს, დაადგინა მოციქულად და მღდელთმოძღურად, და სარწმუნო იქმნა იგი საქმესა მას შინა.
ებრაელთა მიმართ 3:2
1. ვინაჲცა, ძმანო წმიდანო, ჩინებისა მის ზეცათაჲსა ზიარნო, განიცადეთ მოციქული იგი და მღდელთმოძღუარი აღსარებისა ჩუენისაჲ, იესუ ქრისტე,2. რომელი სარწმუნო არს შემოქმედისა თჳსისა, ვითარცა-იგი მოსეცა ყოველსა მას სახლსა მისსა.3. რამეთუ უმრავლესსა დიდებასა ესე ღირს იყო უფროჲს მოსესსა, ვითარცა-იგი უფროჲსი პატივი აქუნ სახლისაჲ მის მაშენებელსა მას მისსა.
ებრაელთა მიმართ თავი 3