მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ებრაელთა მიმართ 5:3

2. და სწორად წყალობად შემძლებელ არს უმეცართა მათ და შეცთომილთა, ვინაჲთგან მასცა ზედა-აც უძლურებაჲ;3. და ამისთჳს თანა-აც ვითარცა ერისათჳს, ეგრეცა თავისა თჳსისათჳს შეწირვად მსხუერპლი ცოდვათათჳს.4. და არავინ თავით თჳსით მოიღის პატივი, არამედ რომელი წოდებულ არნ ღმრთისა მიერ, ვითარცა-იგი აჰრონ.
ებრაელთა მიმართ თავი 5
3. და ამისთჳს თანა-აც ვითარცა ერისათჳს, ეგრეცა თავისა თჳსისათჳს შეწირვად მსხუერპლი ცოდვათათჳს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მონაჲ არასადა დაადგრეს სახლსა შინა უკუნისამდე, ხოლო ძჱ დაადგრეს უკუნისამდე“ (8,35).:

...ე ცოდეს და დაკლებულ იქმნნეს დიდებასა ღმრთისასა, არამედ განმართლდებიან უსასყიდლოდ“, და თჳთ მღდელნიცა. ამისთჳსცა მოციქული პავლე იტყჳს მღდელისათჳს, ვითარმედ: „თანააც პირველად შეწირვად თავისა თჳსისათჳს, ვითარცა-იგი ერისათჳს, ვინაჲთგან მასცა თანააც უძლურებაჲ“. და ამას მოასწავებს სიტყჳსა მის მიერ, რომელი თქუა, ვითარმედ: „მონაჲ არასადა დაადგრეს სახლსა შინა“. და ამას ადგილსა სწორებასაცა თჳსსა მამისა თანა გამოაჩინებს და განყოფილებასა მას მონისა და აზნაურისასა, რამეთუ იგავი ესე ამისი სახე არს, ესე იგი არს, ვითარმედ: არა აქუს ჴელმწიფებაჲ, რამეთუ ესე არს, თუ: „არა დაადგრესო“.

ხოლო რაჲ არს, რომელ ცოდვათათჳს რაჲ იტყოდა, სახლი აჴსენა? ამისთჳს, რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ ვითარცა სახლსა ზედა აქუს სახლისა უფალსა ჴელმწიფებაჲ, ეგრეთვე მას აქუს ყოველთა ზედა დაბადებულთა. ხოლო თუ: „არა დაადგრესო“, ესე იგი არს, ვითარმედ: არა აქუს ჴელმწიფებაჲ მინიჭებისაჲ, რომელი-იგი არა სახლისა უფალი იყოს, ხოლო ძჱ სახლისა უფალი არს, რამეთუ ესე არს, თუ: „უკუნისამდე დაადგრესო“. და რაჲთა ვერ ეტყოდიან, თუ: შენ ვინ ხარო, ამისთჳს კაცობრივთა მიერ საქმეთა უჩუენა მათ, ვითარმედ: ჩემი არს ყოველივე, რამეთუ ძე ვარო და სახლსა შინა მამი...

სრულად ნახვა