...უხვობა გამოავლინოს. სიზარმაცის გამო თავად თავს ნუ მოვაკლებთ მის ნიჭებს, არამედ ვისწრაფოთ და ვიშურვოთ დასაწყისის გადასადგმელად სათნოების გზაზე, რათა ზეციური შეწევნის მიღებით დასასრულამდეც მივაღწიოთ. უმაღლესი ძალის შეწევნის გარეშე ჩვენ ვერაფერ კეთილს შევძლებთ. ამრიგად, მისადმი იმედი, როგორც მტკიცე და საიმედო ღუზას (), ჩავეჭიდოთ, მას დავეყრდნოთ და სათნოების შრომას ნუ შევხედავთ, არამედ შრომის ჯილდოზე ვიფიქროთ და ამგვარად ყველაფერი კეთილგანწყობით ავიტანოთ. ვაჭარიც, ნავსადგურს რომ დატოვებს და ღია ზღვაში გავა, არა მხოლოდ ზღვის ყაჩაღებზე, გემთმსხვრევებზე, ზღვის ურჩხულებსა და ქარის შემოტევაზე, უწყვეტ ქარიშხლებსა და უბედურ შემთხვევებზე ფიქრობს, არამედ ამ საფრთხეების შემდეგ მოსალოდნელ სარგებელზეც და, იმედით გამოკვებილი, კეთილგანწყობით იტანს ყველა შემხვედრ უსიამოვნებას, ოღონდ მეტ ფულს მიიღოს და მათთან ერთად სახლში დაბრუნდეს. მიწათმოქმედიც ასევე არა მხოლოდ მიწის დამუშავების შრომაზე, ძლიერ წვიმებსა და მიწის უნაყოფობაზე, მავთულას შემოტევასა და კალიის მოსვლაზე ფიქრობს, არამედ გონებით კალოსაც წარმოიდგენს და მარცვლის ძნებსაც და ამიტომ ყველაფერს კეთილგანწყობით იტანს — მოსავლის იმედით შრომის სიმძიმეს არ გრძნობს; და თუმცა წარმატება უცნობია, მაინც, სასიამოვნო...
ებრაელთა მიმართ 6:19
18. რაჲთა ორთავე მათ საქმეთა მიერ შეუძრავთა, რომელთა შინა შეუძლებელ იყო ცრუებად ღმერთი, ძლიერი ნუგეშინის-ცემაჲ გუაქუენდეს ჩუენ, რომელნი-ესე შევევედრენით შეკრძალვად წინა-განმზადებულსა მას სასოებასა,19. რომელი ვითარცა ხარისხი გჳპყრიეს სულისაჲ კრძალული და მტკიცე და შემავალი შინაგანსა მას კრეტსაბმელსა,20. სადა-იგი წინამორბედად ჩუენთჳს შევიდა იესუ, წესსა მას ზედა მელქისედეკისსა მღდელთმოძღუარ იქმნა იგი უკუნისამდე.
ებრაელთა მიმართ თავი 6