...ანწყობასა და სიყვარულს ლოტის მიმართ, როგორ აჩვენებს, რომ ლოტის მტრებს თავის მტრებად მიიჩნევდა? „და მისცა მას აბრაამ ათეული ყოველთაგან" (). იმავეს ამბობს წმინდა პავლეც: „იხილეთ-ღა, რაბამ იყო ესე, რომელსა-იგი ათეულიცა მისცა აბრაჰამ რჩეულთა მათგან მამათმთავარმან" (). ანუ, ნადავლიდან, რასაც აბრაამი თან მოჰქონდა, მელქისედეკს გაუნაწილა, — კერძოდ, მოტანილის მეათედი ნაწილი გამოუყო, და ამით ყველასთვის მოძღვარი გახდა იმაში, რომ ღვთის მიმართ მადლიერი უნდა იყო და ყველაფრის პირველნაყოფი შესწირო, რასაც ღმერთი მოგვმადლებს. შემდეგ სოდომის მეფემ, პატრიარქის სულგრძელობით გაოცებულმა, უთხრა: „მომცენ მე კაცნი, ხოლო ცხენნი წარასხ თავისა შენისად" (). შესანიშნავია მეფის მადლიერება, მაგრამ შეხედე მართლის სიბრძნისმოყვარეობასაც. „და თქუა აბრაამ მეფისა მიმართ სოდომისა: განვიპყრობ ჴელთა ჩემთა ღმრთისა მიმართ მაღლისა, რომელმან შექმნნა ცაჲ და ქუეყანაჲ. უკუეთუ საბლითგან ვიდრე ტერფადმდე ჴამლისა მოვიღო ყოველთაგან შენთა, რათა არა სთქუა, ვითარმედ: მე განვამდიდრე აბრაამ თჳნიერ ღმრთისა" (). დიდია პატრიარქის სიმდიდრისა...
ებრაელთა მიმართ 7:4
3. უმამო, უდედო, ნათესავ-მოუჴსენელებელ; არცა დასაბამი დღეთაჲ, არცა აღსასრული ცხორებისაჲ აქუს, ხოლო მიმსგავსებულ არს იგი ძესა ღმრთისასა და ჰგიეს იგი მღდელად სამარადისოდ.4. იხილეთ-ღა, რაბამ იყო ესე, რომელსა-იგი ათეულიცა მისცა აბრაჰამ რჩეულთა მათგან მამათმთავარმან.5. და რომელნი-იგი ლევის ძეთაგანნი მღდელობასა მიიღებენ, მცნებაჲ აქუს ათეულისა მიღებად ერისაგან მსგავსად რჩულისა, ესე იგი არს, ძმათაგან თჳსთა, და გამოსრულთა მათგანღა წელთაგან აბრაჰამისთა.
ებრაელთა მიმართ თავი 7