მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ებრაელთა მიმართ 8:11

10. რამეთუ ესე არს აღთქუმაჲ, რომელი აღუთქუა სახლსა ისრაჱლისასა შემდგომად დღეთა მათ, იტყჳს უფალი: მივსცნე შჯულნი ჩემნი გონებათა მათთა და გულთა მათთა ზედა გამოვწერნე იგინი; და ვიყო მათდა ღმერთად, და იგინი იყვნენ ჩემდა ერად.11. და არა ასწავებდეს კაცად-კაცადი მოქალაქესა თჳსსა და კაცად-კაცადი ძმასა თჳსსა და ჰრქუას: „იცან უფალი“, რამეთუ ყოველთა მიცოდიან მე მცირითგან მათით ვიდრე დიდად მათამდე.12. რამეთუ ულხინო სიცრუვეთა მათთა და უშჯულოებანი მათნი და ცოდვანი მათნი არღარა მოვიჴსენნე მერმე,
ებრაელთა მიმართ თავი 8
11. და არა ასწავებდეს კაცად-კაცადი მოქალაქესა თჳსსა და კაცად-კაცადი ძმასა თჳსსა და ჰრქუას: „იცან უფალი“, რამეთუ ყოველთა მიცოდიან მე მცირითგან მათით ვიდრე დიდად მათამდე.
ჰომილია 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. მორჩილება მოძღვართა და სმენის ნაყოფი:

...ნსაზღვრულ სასჯელს გადაიხდის, ხოლო შენც გადაიხდი შენთვის ვალდებულსა და შესაფერის სასჯელს; რადგან მოძღვარი ამიერიდან მხოლოდ თავის წესს აღასრულებს. რადგან ამბობს: „იყვნენ ყოველნი ღმრთივ სწავლულ“ (), და აღარ ეტყვიან: „იცან უფალი“ (), რადგან „ყოველთა მიცოდიან მე მცირითგან მათით ვიდრე დიდად მათამდე“ (). მაშ, რისთვის ზის წინ, ამბობს, და მაშ, რისთვის დგას ზედამხედველად? ნუ ვიტყვით, გევედრებით, ცუდს მოძღვრებზე და ნურც ამ საკითხებში ვიქნებით ზედმეტად მკაცრნი, რათა საკუთარი თავი ცუდად არ განვაწყოთ; ჩვენი საქმეები გამოვიკვლიოთ და ცუდს აღარავისზე ვიტყვით.

მოვეკრძალოთ იმ დღეს, რომელშიც მან ჩვენ განგვანათლა. თუ ვინმეს მამა ჰყავს, თუნდაც მას უთვალავი ცუდი რამ ჰქონდეს, ყოველივე ამის ჩრდილით იფარება. რადგან ამბობს: „ნუ განდიდდები მამის შენისა უპატიობაში; რადგან შენთვის დიდება საყვედურივით არ არის“ (

სრულად ნახვა