მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეკლესიასტე 2:7

6. და ვიქმენ მე ავაზანნი და საბანელნი წყალთანი რწყვად მათგან მაღნარნი მცენარეთანი7. მოვიგე მონები და მჴევლები, და სახლისა ნაშობნი მესხნეს მე, დამონაგებნი ველთანი და მროწეულთაჲ ფრიადი იყო ჩემი უფროს ყოველთა, რაოდენი იყვნეს უწინარეს ჩემსა იერუსალიმს8. შევკრიბე მე ოქროცა და ვეცხლიცა უფროს მეფეთა და სოფელთა, და ვყვენ ჩემდა შემასხმელნი მამანი და დედანი საშუებელად ძეთა თანა კაცთასა, და ვყვენ ჩემდა მწდენი მამანი და დედანი
ეკლესიასტე თავი 2
7. მოვიგე მონები და მჴევლები, და სახლისა ნაშობნი მესხნეს მე, დამონაგებნი ველთანი და მროწეულთაჲ ფრიადი იყო ჩემი უფროს ყოველთა, რაოდენი იყვნეს უწინარეს ჩემსა იერუსალიმს

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 15
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4.:

...), „და ვიქმენ მე ავაზანნი და საბანელნი წყალთანი რწყვად მათგან მაღნარნი მცენარეთანი“ (), „მოვიგე მონები და მჴევლები, და სახლისა ნაშობნი მესხნეს მე, დამონაგებნი ველთანი და მროწეულთაჲ ფრიადი იყო ჩემი უფროს ყოველთა, რაოდენი იყვნეს უწინარეს ჩემსა იერუსალიმს“ (), „შევკრიბე მე ოქროცა და ვეცხლიცა უფროს მეფეთა და სოფელთა, და ვყვენ ჩემდა შემასხმელნი მამანი და დედანი საშუებელად ძეთა თანა კაცთასა, და ვყვენ ჩემდა მწდენი მამანი და დედანი“ ()1. რამეთუ არავინ ყოფილა ასე ფუფუნებაში მცხოვრები, არავინ — ასე დიდებული, არავინ — ასე ბრძენი, არავინ — ასე მმართველი, არავინ — ისე, რომ ყველაფერი თავისი სურვილისამებრ წარმატებით განხორციელებული ეხილა. მაშ, რა? არაფერი ისარგებლა მათგან; არამედ რას ამბობს ამ ყველაფრის შემდეგ? „ამაოება ამაოთა, - თქუა ეკლესიასტე, - ამაოება ამაოთა, ყოველივე ამაო“ (...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 1983 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
წმიდა სინოდის წევრებს - ყოვლადსამღვდელო მიტროპოლიტებს, მთავარეპისკოპოსებს, ეპისკოპოსებსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ სულიერ შვილვბს, მკვიდრთა საქართველოჲსა და მის საზღვრებს გარეთ მცხოვრებთ:

...ევთ, მივხვდებით, რომ განვლილი სიმწარე და შეჭირვება საჭირო და აუცილებელი იყო სულის წრთობისათვის.

როგორც მთელი კაცობრიობის, ისე საქართველოს ისტორიაში წარმართობა ხანგრძლივი და მძიმე პერიოდია, ქრისტიანული დილის წინარე ბნელი ღამეა.

ტკბილ არს ნათელი, - ამბობს ეკლესიასტე, - კეთილ თუალთა ხედვად მზისა ().

ადამიანი ესწრაფვოდა სინათლეს, ეძიებდა ნათელს, ელტვოდა სიმართლეს, ჭეშმარიტს, სიკეთეს, მაგრამ ვერ ხვდებოდა, საით გაეგნო გზა.

გზა ჭეშმარიტი, გზა ცხოველი თავად მოაბიჯებდა კაცობრიობისაკენ. და დადგა ჯამი აღმოსავლისა მზისა ქრისტიანეთასა.

ქრისტეს ნათელმა განაბრწყინვა მსოფლიო; იგი გვაცისკროვნებს ჩვენც, თუმცა გამოცდა კვლავაც გრძელდება.

ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა (პირველშეწირულის ლიტურღია).

ეს სიტყვები მრავალ კითხვას აღგვიძრავენ: რას წარმოადგენს ქრისტეს ნათელი და სად ვეძიოთ იგი? თუ თავადი იგი განანათლებს ყოველთა, მაშინ რატომღა არიან წარწყმედულნი, მრავალნი გზასა ფართოსა?

მე ვარ ნათელი სოფლისაჲ. რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდის ბნელსა, არამედ აქუნდეს ნათელი ცხორებისაჲ () - ბრძანებს მაცხოვარი.

საოცარი სიტყვებია. ისინი მიუთითებენ იესო ქრისტეს მხოლოობასა და განუმეორებლობა...

სრულად ნახვა