10. მაშინ ვიხილენ უღმრთონი, შემავალნი საფლავად, და წმიდათაგანნიცა. და წარვიდეს და იქნეს იგინი ქალაქსა შინა. და რამეთუ ესრე ყვეს და ესეცა ამაოვე.11. რამეთუ არა არს ყოფილი იგი სიტყჳს-გებაჲ, რომელთა ყონ ბოროტი მსწრაფლ. ამისთჳს გულპყრობილ იქმნა გული ძეთა კაცთაჲ მას შინა საქმედ ბოროტისა.12. რომელმან-იგი ცოდა, ქმნა ბოროტი მაშინდითგან და უშორესითგან მათით. და მე ვიცი ესე, რომელი ყოს კეთილი მოშიშთათჳს ღმრთისათა, რაჲთა ეშინოდის პირისაგან მათისა.
ეკლესიასტე თავი 8