11. რამეთუ არა არს ყოფილი იგი სიტყჳს-გებაჲ, რომელთა ყონ ბოროტი მსწრაფლ. ამისთჳს გულპყრობილ იქმნა გული ძეთა კაცთაჲ მას შინა საქმედ ბოროტისა.12. რომელმან-იგი ცოდა, ქმნა ბოროტი მაშინდითგან და უშორესითგან მათით. და მე ვიცი ესე, რომელი ყოს კეთილი მოშიშთათჳს ღმრთისათა, რაჲთა ეშინოდის პირისაგან მათისა.13. ხოლო უღმრთოსა არა ეყოს კეთილი, და ვერ განგრძელდენ დღენი მისნი აჩრდილსა შინა, რომელსა-იგი არა ეშინოდის პირისაგან ღმრთისაჲსა.
ეკლესიასტე თავი 8