...რადგან სხვა ადგილებში მდიდრისა და გლახაკის ერთად ნახვა შეუძლებელია: არც სასამართლოებში, არც სამეფო კარებზე, არც მოედნებზე, არც ტრაპეზებზე; არამედ ერთი პატივშია, მეორე - შეურაცხყოფაში; ერთი კადნიერებაშია, მეორე - სირცხვილში, რადგან „უპოვარის სიბრძნეს აბუჩად იგდებენ და მის სიტყვებს ყურს არავინ უგდებს“ ()2. ილაპარაკა მდიდარმა და გაამართლეს იგი; ილაპარაკა ღარიბმა და ადგილი არ მიეცა. მაგრამ აქ ასე არ არის. რადგან ეკლესიაში ვერ მოვითმენ ანგარებასა და უგუნურებას, არამედ მოძღვრებას ყველასთვის საერთო სახით ვდებ წინ. იხილე მოძღვრის გონიერება: ჯერ კიდევ საჯარო სიტყვის დაწყებამდე, მხოლოდ მოწოდებით, როგორ გამოიტანა სწავლების უდიდესი წესი. რადგან, როცა ყველანი ერთად მოუხმო, არც ის დაუშვა, რომ ერთს თავი აემაღლებინა, და არც ის, რომ მეორე დამცირებულიყო, არამედ აჩვენა, რომ არც სიმდიდრეა სიკეთე და არც სიღარიბეა ბოროტება; ისინი ზედმეტ და გარედან დართულ საგნებს ეკუთვნის...
1. რამეთუ ესე ყოველი დავდევ გულსა ჩემსა, და გულმან ჩემმან იხილა ყოველი ესე, რავდენნი არიან მართალნი და ბრძენნი, და საქმჱ მათი ჴელსა შინა ღმრთისასა და სიყვარულისაცა და სიძულილისა არა არს მეცნიერ კაცი ყოველივე წინაშე პირსა მათსა,2. ამაოებაჲ ყოველსა შინა, შემთხუევაჲ ერთი არს მართლისა და უღმრთოჲსაჲ, სახიერისაჲ და ბოროტისაჲ, წმიდისაჲ და არაწმიდისაჲ, შემწირველისაჲ და უწირველისაჲ; ვითარცა იგი კეთილი, ეგრეცა ცოდვილი. ვითარცა იგი ცილ-ფიცი, ეგრეცა რომელსა ფიცისა ეშინინ.3. ესე არს ბოროტი ყოველთა შინა ქმნულთა მზესა ამას ქუეშე, რამეთუ შემთხუევაჲ ერთ არს ყოველთაჲ, და რამეთუ გული ძეთა კაცთაჲ აღივსო ბოროტითა და მიმოტაცებაჲ გულსა მათსა, ცხოვრებასა შინა მათსა და შემდგომად მათსა მკუდართა თანა.4. და ვინმე იყოს, რომელი ეზიაროს, ყოველთა ცხოველთა არს სასოებაჲ, რამეთუ ძაღლი ცოცხალი უმჯობჱს არს ლომისა მკუდრისა.5. ვინათგან ცოცხალნი სცნობენ რამეთუ მოკუდებიან, ხოლო მკუდარნი არა არიან მეცნიერ არა რაჲსა. და არა რაჲს მათდა მერმეცა სასყიდელი, რამეთუ დავიწყებულ არს საჴსენებელი მათი6. და სიყუარული და სიძულილიცა მათი წარწყმდა და ნაწილი მათი არღარა არს უკუნისამდე ყოველთა ქმნულთა მზესა ამას ქუეშე.7. მოვედ, ჭამე სიყუარულით პური შენი და სუ გულითა მხიარულითა ღჳნოჲ შენი, რამეთუ სათნო-იყვნა უფალმან ქმნულნი შენნი.8. ყოველსა ჟამსა იყავნ სამოსელი შენი სპეტაკ და ზეთი თავსა შენსა ნუ მოაკლდებინ.9. და იხილე ცხოვრებაჲ ცოლისა თანა, რომელი შეიყუარე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა შენისათა, რომელნი მოცემულ არიან შენდა მზესა ამას ქუეშე ყოველნი დღენი რიცხუთა შენთანი, რამეთუ ესე არს ნაწილი შენი ცხოვრებასა შენსა და შრომათა შინა შენთა, რომელსა ჰშურები მზესა ამას ქუეშე.10. ყოველივე, რაჲცა პოვოს ჴელმან შენმან ყოფად, რავდენ ძალი შენი არს, ქმენ. რამეთუ არა არს საქმჱ და განზრახვაჲ და სიბრძნჱ ჯოჯოხეთს შინა, ვიდრე-იგი შენ მიხუალ, მუნ.11. მოვაქციე და ვიხილე მზესა ამას ქუეშე, რამეთუ არა მალე არს სრბაჲ, არცა ძლიერთაჲ არს ბრძოლაჲ და არცა ბრძნისაჲ არს პური, არცა გულისხმისმყოფელთაჲ არს სიმდიდრჱ, არცა მცნობელთაჲ არს მადლი, რამეთუ ჟამი და შემთხუევაჲ შეემთხუევის მათ ყოველთა.12. და რამეთუ კაცმან არა იცის ჟამი თჳსი და, ვითარცა თევზნი მონადირებულნი არიან სათხევლითა ბოროტითა და, ვითარცა მფრინველნი მახითა შეიპყრობვიან, ეგრეცა ძენი კაცთანი მოინადირებიან ჟამსა ბოროტსა, რაჟამს დაეცეს მათ ზედა მეყსეულად.13. და ესეცა ვიხილე: სიბრძნჱ მზესა ამას ქუეშე, და დიდ არს ჩემდა მომართ.14. ქალაქი მცირჱ და კაცნი მას შინა მცირედ. მოუჴდეს მას ზედა მეფჱ დიდი და მოიცვას იგი და აღუშჱნოს მას გარემო ზღუდჱ დიდი.15. და იპოვოს მას შინა კაცი გლახაკი და ბრძენი და განარინოს მან ქალაქი იგი სიბრძნითა თჳსითა, და კაცსა არა მოეჴსენა კაცისაჲ მის გლახაკისაჲ.16. და მე ვთქუ: უმჯობეს არს სიბრძნჱ ძალისა უფროჲს და სიბრძნჱ გლახაკისაჲ შეურაცხ არს და სიტყუანი მისნი არა სასმენელ.17. სიტყუანი ბრძენთანი სასმენელით ისმენ უფროჲს ღაღადებისა ჴელმწიფისა უგუნურებით.18. უკეთეს არს სიბრძნჱ უფროჲს ჭურისა საბრძოლისა, და შეცოდებითა ერთითა წარწყმდის სიკეთე მრავალი.