თარგმანი: უხილავისა ღმრთისა მხედველ უხილავნივე საჴმარ არიან თუალნი გულისანი, რომელ არს გონებაჲ განწმედილი და მხედველი უხილავთაჲ, რაჟამს ღმერთმან განუნათლნეს ყოველნი გზანი გულისჴმისყოფისა მისისანი; და ესევითარი იგი კაცი არარას იჭუეულ არს ღმრთისათჳს, რამეთუ რაჲმცა შეუძლებელ იყო საღმრთოჲსაგან ბუნებისა! ხოლო ამას მეცნიერებასა ვერ-ვინაჲ მიიწევის თჳნიერ სულისა წმიდისა, რამეთუ სული ყოველსავე გამოეძიებს, და სიღრმესაცა ღმრთისასა, და თჳნიერ მისსა შეუძლებელ არს რაოდენცა რაჲმე ცნობაჲ ღმრთისაჲ.
17. რაჲთა ღმერთმან და მამამან უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტემან, ღმერთმან დიდებისამან, მოგცეს თქუენ სული სიბრძნისა და გამოცხადებისაჲ მეცნიერებითა მისითა.18. და განანათლნეს თუალნი გულისა თქუენისანი, რაჲთა იცოდით თქუენ, რაჲ-იგი არს სასოებაჲ ჩინებისა მისისაჲ, და რაჲ-იგი არს სიმდიდრე დიდებისა მკჳდრობისა მისისაჲ წმიდათა შორის,19. და რაჲ-იგი არს გარდამატებული სიმდიდრე ძლიერებისა მისისაჲ ჩუენდა მომართ მორწმუნეთა შეწევნისაებრ სიმტკიცისა ძლიერებისა მისისა,
ეფესელთა მიმართ თავი 1