თარგმანი: არა იტყჳს ზეშთა, არამედ უზეშთაეს ყოველთავე ზეცისა ძალთა, რომელთა შორის, ვითარ-ესე აწ ცხად ჰყოფს მოციქული, ნუუკუე არიან დასნი რაჲმე, რომელთა სახელი დაღაცათუ აწ სოფელსა ამას არა ცნობილ, არამედ მერმესა მას საცნაურ იქმნეს. ხოლო შენ, გესმოდის რაჲ აღყვანებაჲ და დასუმაჲ, ჴორცთა მათთჳს გულისჴმა-ყავ ჩუენგან მიღებულთა, რამეთუ ღმრთეებისა ბუნებითა, ვითარცა მამაჲ, ეგრეთვე ძე გარეშეუწერელ არს, ერთარს და თანაარს და სწორ მამისა, დიდებითა და უნაკლულოებითა ყოვლისაჲთა, დაუსაბამოდ და დაუსრულებელად.
ეფესელთა მიმართ 1:21
20. რომელ ქმნა ქრისტეს თანა, რამეთუ აღადგინა იგი მკუდრეთით და დასუა მარჯუენით მისა ზეცათა შინა,21. უზეშთაეს ყოველთა მთავრობათა და ჴელმწიფებათა და ძალთა და უფლებათა და ყოვლისავე სახელისა, რომელ სახელ-დებულ არს არა ხოლო თუ ამას სოფელსა, არამედ მერმესაცა მას.22. და ყოველივე დაამორჩილა ქუეშე ფერჴთა მისთა და იგი მოსცა მთავრობად ზეშთა ყოველთა ეკლესიასა,
ეფესელთა მიმართ თავი 1