მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 2:4

3. რომელთა შინა და ჩუენცა ყოველნი ვიქცეოდეთ ოდესმე გულის თქუმათა შინა ჴორცთა ჩუენთასა, ვჰყოფდით ნებასა ჴორცითა და გონებათასა და ვიყვენით ბუნებით შვილნი რისხვისანი, ვითარცა-იგი სხუანი.4. ხოლო ღმერთმან, რამეთუ მდიდარ არს წყალობითა, მრავლითა სიყუარულითა მისითა, რომლითა-იგი შემიყუარნა ჩუენ,5. და რამეთუ ვიყვენით ჩუენ მკუდარ შეცოდებითა, ქრისტეს თანა განგუაცხოველნა, - მადლითა ხართ თქუენ გამოჴსნილ, -
ეფესელთა მიმართ თავი 2
4. ხოლო ღმერთმან, რამეთუ მდიდარ არს წყალობითა, მრავლითა სიყუარულითა მისითა, რომლითა-იგი შემიყუარნა ჩუენ,
თავი გ̂. წარმართთა და ჰურიათა განკუთნვისათჳს ღმრთისა მიმართ ქრისტეს მიერ სასოებით და მადლით
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ღმერთმან, რამეთუ მდიდარ არს წყალობითა, მრავლითა სიყუარულითა მისითა, რომლითა-იგი შემიყუარნა ჩუენ, და რამეთუ ვიყვენით ჩუენ მკუდარ შეცოდებითა, და ქრისტეს თანა განგუაცხოველნა (2,4-5).:

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: ხოლო ღმერთმან, რომელი-იგი მდიდარ არს წყალობითა, მრავლითა სიყუარულითა მისითა, რომლითა შემიყუარნა ჩუენ, და რამეთუ ვიყვენით ჩუენ მკუდარ შეცოდებითა, განმაცხოველნა ქრისტეს თანა. რამეთუ ამათ სიტყუათა მიერ ცხად ყო მოციქულმან ყოველივე ურიცხუებაჲ ნიჭთა ღმრთისათაჲ, რომელი-იგი არა ლიტონად მოწყალე, არამედ ესოდენ მდიდარ არს წყალობითა, და მრავალ — ჩუენდა მომართ სიყუარულითა, ვითარ შვილნი რისხვისანი, ესოდენ შემიყუარნა, რომელ არა ხოლო მკუდარ ქმნულნი ყოველთა კეთილთა მოქმედებისაგან მიერ გარდასლვითგან მცნებისაჲთ, არამედ აღსავსენიცა ყოველთა ცოდვათა სიმრავლითა, განგუაცხოველნა ქრისტეს თანა. რამეთუ ქრისტეს მკუდრეთით აღდგომითა უეჭუელ და სარწმუნო ყო მკუდრეთით აღდგომაჲ ჩუენი, ვითარმედ, უკუეთუ დასაბამი თბისა ჩუენისაჲ ცხოველ არს, უეჭუელად ჩუენცა განეცხოველდეთ მის თანა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის