თარგმანი: რაჲსა "ამის"? —გარნა სიყუარულისა მისთჳს, რომლითა შეგიყუარნა თქუენ ღმერთმან, ვევედრები მუჴლთმოდრეკით მამასა, რომელი-იგი არს მიზეზი და დასაბამი ყოველთა მამობისაჲ, უჟამოჲთა მით და ყოვლად დაუწყებელითა მშობლობითა ძისა მხოლოდშობილისა და თანაარსისაჲთა; რამეთუ მის გამო სახელ-ედვა ყოველთა ნათესავთა სახელი ესე მამობისაჲ. ქუეყანასა ზედა უკუე ცხად არს საქმე მამობისაჲ, რაჟამს შვილ ესხნენ, ხოლო ზეცათა შინა არარაჲ არს ანგელოზთა შორის მამობაჲ გინა ძეობაჲ, არამედ განწყობილობასა და წესსა მათსა უწოდს ესრეთ, რამეთუ ვითარ-ესე ქუეყანასა ზედა პირველი არს მამაჲ და შემდგომი — ძჱ, მისგან შობილი, ეგრეთვე ზეცისა ძალთა, დაღაცათუ არა მამობისა და ძეობისა, არამედ პატივისა უმაღლესობისა და უმდაბლესობისაჲ იხილვების განწესებულებაჲ.
გერმანოსისი: უსაკუთრეს არს ესრეთ: ამის ჯერისათჳს მოვიდრეკ მუჴლთა ჩემთა მამისა მიმართ, რომლისაგან ყოველნი მამობანი ცათა შინა და ქუეყანასა ზედა სახელ-იდებიან; ესე იგი არს, რამეთუ ვითარცა ღმერთი მამაჲ ბუნებით მამაჲ არს მხოლოდშობილისა ძისაჲ, ეგრეთვე ცათა შინა ანგელოზთადა მიუცემიეს სახელი ესე, რაჲთა უმაღლესნი დასნი უმდაბლესთა მათ დასთა...