თარგმანი: იხილე, თუ ვითარსა ურიცხუებასა ნიჭთასა მლოცველ არს მათთჳს, რაჲთა ვითარ-იგი თავადი ღმერთი მდიდარ არს ყოველთა კეთილთა მიერ, ვითარცა თუალი და წყაროჲ კეთილთაჲ, ეგრეთვე მდიდარ ყვნეს მორწმუნენი სახელისა მისისანი, და ძლიერებით განმტკიცებულ ყვნეს დიდებულებითა მით ნიჭისა სულისა წმიდისაჲთა, რომელი-იგი ამისთჳს შინაგანსა კაცსა მიემადლების, რამეთუ გული შინაგანად კაცად სახელ-იდების, და "გულსა შინა მყოფობაჲ" — უმეტესისა მკჳდრობისა და არაოდეს მისგან მოკლებისათჳს ითქუმის, რამეთუ რომლისა შორის იგი მკჳდრ იყოს, მდიდარ ჰყოფს სარწმუნოებითა და განამტკიცებს, რაჲთა არა შეირყეოდის გარეთ კუეთებულთა განსაცდელთაგან.
16. რაჲთა მოგცეს თქუენ სიმდიდრისაებრ დიდებისა მისისა, ძალითა განმტკიცებად სულისა მიერ მისისა შინაგანსა კაცსა,17. დამკჳდრებად ქრისტე სარწმუნოებითა გულთა შინა თქუენთა,18. სიყუარულითა დამტკიცებულნი და დაფუძნებულნი, რაჲთა შეუძლოთ წარწევნად ყოველთა თანა წმიდათა, რაჲ-იგი არს სივრცე და სიგრძე, სიმაღლე და სიღრმე,
ეფესელთა მიმართ თავი 3