მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 3:4

3. რამეთუ გამოცხადებით მაუწყა მე საიდუმლოჲ იგი, ვითარცა-იგი უწინარეს მივწერე თქუენდა მცირედრე,4. რომლითა შემძლებელ ხართ, აღმოიკითხოთ რაჲ, ცნობად გულისჴმის-ყოფისა მის ჩემისა საიდუმლოჲთა მით ქრისტესითა,5. რომელი ნათესავსა სხუასა არა გამოეცხადა ძეთა კაცთასა, ვითარ-ესე აწ გამოეცხადა წმიდათა მისთა მოციქულთა და წინაწარმეტყუელთა სულითა წმიდითა,
ეფესელთა მიმართ თავი 3
4. რომლითა შემძლებელ ხართ, აღმოიკითხოთ რაჲ, ცნობად გულისჴმის-ყოფისა მის ჩემისა საიდუმლოჲთა მით ქრისტესითა,
თავი დ̂. საღმრთოჲსა მისთჳს სიბრძნისა, მოცემულისა მისდა, განმანათლებელად წარმართთა და მხილებად ეშმაკთა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ გამოცხადებით მაუწყა მე საიდუმლოჲ იგი, ვითარცა-იგი უწინარეს მივწერე თქუენდა მცირედ-რე, რომლითა შემძლებელ ხართ, აღმოიკითხოთ რაჲ, ცნობად გულისჴმისყოფისა მის ჩემისა საიდუმლოჲთა მით ქრისტესითა (3,3-4).:

თარგმანი: საიდუმლოდ უწოდს მოქცევასა წარმართთასა, ვითარ თაყუანისმცემელნი ქვისა და ძელისანი ესოდენ მაღალთა შეემეცნნეს საიდუმლოთა ღმრთისმეტყუელებისათა, რომელთა საზომი წინაჲთვე ეუწყა პავლეს, ვითარმედ მის მიერ მოქცეულნი იგი ესოდენითა ღმრთისმეცნიერებითა განმდიდრებად არიან, და ამის პირისათჳს დასაბამსავე ამის ებისტოლისასა მიუწერს ეფესელთა, არა ფრიადსა და შემსგავსებულსა თჳსისა მეცნიერებისასა, არამედ რაოდენსა დაიტევდა ძალი მათი, და რაოდენი კმა იყო გემოჲსსახილველად ნაკადულთა მათ მეცნიერებისა მისისათა, რომელთაჲ-ესე უფროჲს დაუკჳრდებოდენ გულისჴმისყოფით აღმომკითხველსა, რაჟამს ცნას, ვითარმედ სიმაღლე სიტყუათა ამათ ებისტოლისათაჲ მცირე და კნინ-ოდენი ნაწილი არს სრულებისა მისგან სამოციქულოჲსა მეცნიერებისა, რომელსა შინა ურიცხუ არს სიმდიდრე საიდუმლოთა ქრისტესთაჲ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის