მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 4:10

9. ხოლო „აღსლვაჲ იგი“ რაჲ-მე არს, არა თუ ესე, რამეთუ შთაჴდა იგი პირველად ქუესკნელთა ქუეყანისათა?10. რომელი გარდამოჴდა, იგივე არს, რომელი ამაღლდა ზედა ყოველთა ცათა, რაჲთა აღავსნეს ყოველნი.11. და მან მოსცნა, რომელნიმე მოციქულნი, რომელნიმე წინაწარმეტყუელნი, რომელნიმე მახარებელნი, რომელნიმე მწყემსნი და მოძღუარნი
ეფესელთა მიმართ თავი 4
10. რომელი გარდამოჴდა, იგივე არს, რომელი ამაღლდა ზედა ყოველთა ცათა, რაჲთა აღავსნეს ყოველნი.
თავი ვ̂. სწავლაჲ სიყუარულისათჳს ერთობითისა და განყოფისათჳს მადლთაჲსა, რომელნი-იგი ზოგადისავე სარგებელისათჳს განყოფილ არიან
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომელი გარდამოჴდა, იგივე არს, რომელი ამაღლდა ზედა ყოველთა ცათა, რაჲთა აღავსნეს ყოველნი (4,10).:

თარგმანი: ზემო ქუესკნელად ქუეყანისა იტყოდა სიკუდილსა და ჯოჯოხეთსა, რამეთუ მათდა მიმართ შთაჴდა უფალი, ვინაჲცა გარდამოსლვამან და სიღრმედ შთასრულობამან ვერ დააყენა უფალი აღსლვად ზედა ყოველთა ცათა, რაჲთა შენ გასწავოს, ვითარმედ რაოდენცა უქუემოეს ყოველთა კაცთა სიმდაბლისა შთაიყვანო თავი შენი, ეგოდენ ზეშთა ყოველთასა აღგამაღლოს შენ ღმერთმან. ხოლო მიზეზსაცა იტყჳს ქრისტეს შთასლვისა და აღსლვისასა, რომელ არს აღვსებაჲ ყოველთაჲ. ესე იგი არს, ვითარმედ, ვითარცა ღმრთეებით მარადის აღავსებს ცასა და ქუეყანასა, ეგრეთვე ჯერ-იჩინა სულითა მით კაცობრივითა შთასლვაჲ ჯოჯოხეთად და კუალად აღმოსლვაჲ მიერ, და ჴორცთა მათ, საფლავსა დადებულთაჲ, აღდგინებაჲ მიერ და აღყვანებაჲ ზედა ყოველთა ცათა, რაჲთა ესრეთ არა ხოლო ღმრთეებით, არამედ კაცებითცა აღავსნეს ყოველნი ზეცისანი და ქუეყანისანი და ქუესკნელისანი.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის