მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 4:18

17. ამას უკუე ვიტყჳ და ვწამებ უფლისა მიერ, რაჲთა ნუღარამცა ხუალთ, ვითარცა სხუანი იგი წარმართნი ვლენან ამაოებითა გონებისა მათისაჲთა,18. დაბნელებულნი გულითა, უცხო-ქმნულნი ცხორებისაგან ღმრთისა, უმეცრებითა მით, რომელ არს მათ თანა საბრმითა გულისა მათისაჲთა.19. რომელთა წარიწირნეს თავნი მათნი და მისცნეს ბილწებასა საქმედ არაწმიდებისა ყოვლისა ანგაჰრებისა.
ეფესელთა მიმართ თავი 4
18. დაბნელებულნი გულითა, უცხო-ქმნულნი ცხორებისაგან ღმრთისა, უმეცრებითა მით, რომელ არს მათ თანა საბრმითა გულისა მათისაჲთა.
თავი ზ̂. სიწმიდისათჳს და სიმართლისა, რომელნი გუყოფენ ჩუენ მსგავს ღმრთისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: დაბნელებულნი გულითა, უცხო-ქმნულნი ცხორებისაგან ღმრთისა უმეცრებითა მით, რომელ არს მათ თანა სიბრმითა გულისა მათისაჲთა (4,18).:

თარგმანი: სიმრავლე სოფლიოთა შფოთთა და ცოდვათაჲ შეამრღუევს და დააბნელებს მხედველობასა გონებისასა, და არა უტეობს განცდად ქრისტესა, მზესა მას სიმართლისასა, რომლისაგან იქმნების სიბრმე გულისაჲ. და სიბრმესა გულისასა შეუდგს უგრძნობელობაჲ, ვითარმცა უმეცრებით ცოდვიდა და არა აგრძნობდა. და ესრეთ, მცირედ-მცირედ უცხო იქმნების კაცი ცხორებისაგან და მოქალაქობისა საღმრთოჲსა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის