მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი ზ̂. სიწმიდისათჳს და სიმართლისა, რომელნი გუყოფენ ჩუენ მსგავს ღმრთისა

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

მოციქულისაჲ: ამას უკუე ვიტყჳ და ვწამებ უფლისა მიერ, რაჲთა ნუღარამცა ხუალთ, ვითარცა სხუანი იგი წარმართნი ვლენან, ამაოებითა გონებისა მათისაჲთა (4,17).

თარგმანი: ჯერ-იყო არა ხოლო სწავლისა, არამედ შინებისაცა სიტყუათა თანა-შერთვად სიტყუასა ამას შინა მოძღურებისასა. ამისთჳს უწამებს მათ, ესე იგი არს, რამეთუ მოწამედ უფალსა შემოიყვანებს, უბრალო მყოფელად თავისა თჳსისა, ვითარმედ: "აჰა, წინაჲსწარ მითქუამს თქუენდა". ხოლო კუალად, რაჲთა არა დაუმძიმოს მათ მხილებაჲ, ამისთჳს არა ეტყჳს, ვითარმედ: "ნუღარა ხუალთ, ვითარ-იგი ხჳდოდეთ", არამედ: "ვითარ-იგი სხუანი წარმართნი ვლენანო, ვითარ ამაოთა საქმეთა შეუქცევია გონებაჲ მათი".

მოციქულისაჲ: დაბნელებულნი გულითა, უცხო-ქმნულნი ცხორებისაგან ღმრთისა უმეცრებითა მით, რომელ არს მათ თანა სიბრმითა გულისა მათისაჲთა (4,18).

თარგმანი: სიმრავლე სოფლიოთა შფოთთა და ცოდვათაჲ შეამრღუევს და დააბნელებს მხედველობასა გონებისასა, და არა უტეობს განცდად ქრისტესა, მზესა მას სიმართლისასა, რომლისაგან იქმნების სიბრმე გულისაჲ. და სიბრმესა გულისასა შეუდგს უგრძნობელობაჲ, ვითარმცა უმეცრებით ცოდვიდა და არა აგრძნობდა. და ესრეთ, მცირედ-მცირედ უცხო იქმნების კაცი ცხორებისაგან და მოქალაქობისა საღმრთოჲსა.

მოციქულისაჲ: რომელთა წარიწირნეს თავნი მათნი და მისცნეს ბილწებასა საქმედ არაწმიდებისა ყოვლისა ანგაჰრებისა (4,19).

თარგმანი: ესე არს უდებებით წარწირვაჲ თავისაჲ, რაჟამს დაიწუხნეს კაცმან თუალნი არა მიხედვად ჭეშმარიტებასა და არცა განცდად შიშსა ღმრთისასა, არამედ წარჴსნილად, ვითარცა ბნელსა შინა იქმოდის საქმეთა ბნელისათა, ვინაჲცა ესევითარი იგი ნეფსით მოიკლავს თავსა თჳსსა ნაყოფთა მათ მაკუდინებელთა ჭამითა, რომელ არიან საქმენი ბილწებისა და ანგაჰრებისანი.

მოციქულისაჲ: ხოლო თქუენ არა ეგრეთ გისწავიეს ქრისტე, უკუეთუ გასმიეს იგი და მისა მიმართ გისწავიეს (4,20-21).

თარგმანი: ამათ სიტყუათა მიერ ცხად-ჰყოფს, ვითარმედ, რომელი ბილწებისა და ცოდვისა საქმეთა ერეოდის, ესევითარი იგი, დაღაცათუ იტყოდის, ვითარმედ უცნობიეს მას ქრისტე, არამედ არცაღათუ ასმიეს მისთჳს; რამეთუ ესევითარნი საქმენი ცოდვისანი ყოვლად უცხო ჰყოფენ კაცსა მეცნიერებისაგან გზათა და სწავლათა, ქრისტეს მიმართ მიმყვანებელთაჲსა.

მოციქულისაჲ: ვითარცა-იგი არს ჭეშმარიტებაჲ იესუჲს თანა, განიშორეთ თქუენგან პირველისა მისებრ სლვისა თქუენისა ძუელი იგი კაცი, განხრწნილი გულისთქუმისა მისებრ საცთურისა (4,21-22).

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ ოდენ გასმიეს ქრისტე და მისა მიმართ გისწავიეს, ემსგავსენით მას, რომელი-იგი არს ყოვლითურთ უტყუველი ჭეშმარიტებაჲ. ვინაჲცა ყოველი სიმართლე ჭეშმარიტებისა ნაწილი არს, ხოლო ყოველი ცოდვაჲ —სიცრუვისა და ამაოებისაჲ. სიმართლესა უწოდიან ახალ, ხოლო ცოდვასა — ძუელ; ამას — ხრწნილება, ხოლო მას —უხრწნელება; რამეთუ "ძუელ კაც" არა ბუნებასა უწოდიან, არამედ ცოდვათა მოქმედებასა. ხოლო საცთურისა გულისთქუმად უწოდს გემოსა ცოდვისასა, რომელი-იგი უჴმარ არს და ნამეტნავ, (ვ჆) ვინაჲთგან კეთილისაცა ნებებასა გულისთქუმა უწოდიან, და რაჟამს კაცი წადიერ იყოს ბუნებისა საჭიროჲსა საჴმრისა მიმართ უცოდველისა, ესეცა წესიერი გულისთქუმაჲ არს. ამისთჳს ცოდვისა გულისთქუმასა საცთურ უწოდს მოციქული, ვითარცა არა ხოლო საუკუნოდ, არამედ აქავე განმხრწნელსა თჳსისა მომგებელისასა, რამეთუ ვითარცა მატყლსა დაშჭრის მისგანვე შობილი იგი მღილი, ეგრეთვე ბოროტნი გულისთქუმანი — სულთა და ჴორცთა ჩუენთა.

მოციქულისაჲ: და განახლდებოდეთ თქუენ სულითა მით გონებისა თქუენისაჲთა და შეიმოსეთ ახალი იგი კაცი, ღმრთისა მიერ დაბადებული სიმართლითა და სიწმიდითა ჭეშმარიტებისაჲთა (4,23-24).

თარგმანი: სულად გონებისა სულსა წმიდასა უწოდს, რომელი-იგი მიეცემის ნათელღებულთა სამთავროსა შინა გონებისასა, და დღითი-დღე განახლდების ჩუენ შორის, რაჟამს სიწმიდითა გონებისაჲთა უსრულესად მოვიგოთ იგი და უმეტეს განვახლდეთ ჩუენ მის მიერ, რამეთუ სიძუელესა ცოდვათა მიერსა განვიძრცჳთ ემბაზითა; პირველად — წყლისაჲთა, და შემდგომად — ცრემლთაჲთა, რაჟამს შევამწიკულოთ ნათლისღებისაჲ იგი. და ესრეთ, დღითი-დღე შევიმოსთ ახალსა კაცსა, რაჟამს სიწმიდით და სიმართლით ვმოქალაქობდეთ, განშორებულნი ყოვლისაგან სიცრუვისა ცოდვათაჲსა.

მოციქულისაჲ: ამისთჳს განიშორეთ ტყუვილი; იტყოდეთ ჭეშმარიტსა კაცად-კაცადი მოყუსისა თჳსისა თანა, რამეთუ ვართ ურთიერთას ასოებ (4,25).

თარგმანი: ზემო სიმართლედ და სიწმიდედ ჭეშმარიტებისად ამას უწოდდა, რაჲთა არა მაჩუენებლობით და სიცრუვით ვიჩემებდეთ სიმართლესა და სიწმიდესა, არამედ ჭეშმარიტებით მოვიგოთ იგი. ხოლო აწ იტყჳს, რაჲთა არცა ენითა უტყუოდით ერთმან-ერთსა რამეთუ, რაჲცა რაჲ მოყუასსა უტყუოთ, თავსა თჳსსა უტყუვით, ვინაჲთგან ვართ ურთიერთას ასოებ, და ყოველნი — ერთ გუამ ქრისტეს მიერ.

მოციქულისაჲ: გული გიწყრებოდენ და ნუ სცოდავთ; მზე ნუ დაჰვალნ განრისხებასა თქუენსა; ნუცა სცემთ ადგილ ეშმაკსა (4,26-27).

თარგმანი: მეოთხისა ფსალმუნისაგან შემოიღებს სიტყუასა საწამებელსა, ვითარ-იგი მუნ ითქუმის უსაკუთრესად: "განრისხნებოდეთ და ნუ სცოდავთ" (). ხოლო ძალსა ამისსა თჳთ მოციქული თარგმნის, ვითარმცა გუეტყოდა, ვითარმედ: ზემო ვთქუ, რაჲთა არა უტყუვოდით ურთიერთას, ხოლო ვინაჲთგან ტყუვილი მოყუსისაჲ რეცა სამართალსა მიზეზსა გცემს განრისხებისასა, ამისთჳს ვიტყჳ: კეთილ არს ყოვლად არა განრისხებაჲ. ხოლო ესე თუ ვერ, ესეღა სადმე უეჭუელად საძიებელ არს, რაჲთა არა ცოდვად აღიგზებდეთ განრისხებასა მას, მიმყოვრებულად განგრძობითა ვნებისაჲთა, არამედ რაოდენცა მართალ საგონებელ იყოს განრისხებაჲ იგი, ნუმცა წარჰჴდების საზღვარსა მზისა დასლვისასა, რაჲთა არა ღამემან უმეტეს მყუდროებით წურთითა უძლიერეს აღაგზნას ვნებაჲ იგი. ჳკუმენისი: მესმა ვისგანმე მთარგმნელთაგანისა, ვითარმედ ერთი ოდენ არს უცოდველი განრისხებაჲ — ეშმაკთა მიმართ და ვნებათა, და ამის პირისათჳს იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი: "განრისხნებოდეთო", არამედ — ეშმაკთა მიმართ და ვნებათა, და ნუღარაჲს სხჳსა ცოდვისა ნივთად იჴუმევთ საჴმარებასა მრისხანებისასა. ხოლო მოციქული დაჰრთავს, ვითარმედ: დაღაცათუ კაცთა მიმართ განრისხებულ იქმნნეთ, არამედ ამით ნუღარა სცოდავთ, რაჲთა დაგისწროს მზემან განრისხებასა მას ზედა, და ესრეთ ადგილ-სცეთ ეშმაკსა უმოსწრაფესად-რე თჳსაგან წურთისა მიერ, უმეტესად აღტყინებითა ალისაჲთა ძმისა მიმართ.

მოციქულისაჲ: მპარავი იგი ნუღარა იპარავნ, არამედ უფროჲსღა შურებოდენ და იქმოდენ კეთილსა ჴელითა თჳსითა, რაჲთა აქუნდეს მიცემად, ვისი-იგი უჴმდეს (4,28).

თარგმანი: შენაწევრებასა შინა ქრისტეს ასოთა სათნოებითთასა დაჰჴსნის ბოროტებითთა ასოთა ეშმაკისათა, და რომელი-იგი იპარვიდეს, მას მოუწოდს სინანულად, არა ხოლო პარვისაგან განყენებითა, არამედ უქმებისაგანცა ლტოლვითა, რომელი-იგი არს მიზეზ ყოველთა ბოროტთა, და მოქმედებასა შინა კეთილისასა დაშრომითა, რაჲთა არა ხოლო თავისა თჳსისა, არამედ სხუათაცა მისაცემელად კმა იყოს ნამუშაკევი იგი მისი.

მოციქულისაჲ: ყოველი სიტყუაჲ უშუერი პირით თქუენით ნუ გამოვალნ, არამედ — რაჲ-იგი იყოს კეთილ, აღსაშენებელად საჴმრისა მის, რაჲთა მისცეს მადლი მსმენელთა მათ (4,29).

თარგმანი: უსაკუთრეს არს ყოველი სიტყუაჲ დამპალი პირით თქუენით ნუ გამოვალნ; რამეთუ რაჲმცა უმეტეს დამპალ და სულმყრალ იყო გინებისა და ძჳრისმეტყუელებისა, ბილწად ზრახვისა და კადნიერებით მომზრახობისასა, რომელნი-ესე ცუდადმეტყუელებისა ნაშობ არიან. ამისთჳს მისგან განგუაყენებს, და მის წილ შეტკბობად გუაწუევს სიტყუათა კეთილთა სათნოებისათა, რომლითა წინამდებარე იგი პირი სიტყჳსაჲ აღეშენებოდის წესისაებრ საჴმარებითა სიტყჳსაჲთა, და მსმენელთა სიტყჳსათა მადლი სარგებელისაჲ მიემადლებოდის, რაჟამს სიწმიდისათჳს და სიმართლისა, კრძალულებისა და მოწყალებისა იყოს სიტყუაჲ იგი.

მოციქულისაჲ: და ნუ შეაწუხებთ სულსა წმიდასა ღმრთისასა, რომლითაცა-იგი აღიბეჭდენით დღედ გამოჴსნისა (4,30).

თარგმანი: საშინელ არს სიტყუაჲ ესე: ვითარ ყოვლითა სიმპალითა სიტყჳსაჲთა და უკრძალველობითა ენისაჲთა შეწუხებაჲ იქმნების სულისა წმიდისაჲ! ამისსა შემდგომად ქველისმოქმედებასაცა მოგუაჴსენებს სულისა წმიდისასა, რომლითა აღიბეჭდენითო დღესა მას გამოჴსნისასა, რომელ არს დღჱ წმიდისა ნათლისღებისაჲ, რაჲთა ამის ნიჭისაგან შევიკდიმოთ და არარაჲთ შევაწუხოთ აღმბეჭდველი ჩუენი და განმათავისუფლებელი თანანადებისაგან ბრალთა პირველ ქმნულთაჲსა.

მოციქულისაჲ: ყოველი სიმწარე და რისხვაჲ და გულისწყრომაჲ და ღაღადებაჲ და გმობაჲ მოისპენ თქუენ შორის ყოვლითურთ უკეთურებით (4,31).

თარგმანი: სიმწარედ უწოდს გულარძნილებასა და მძჳნვარებასა, რომლისაგან შეინივთების გულისწყრომაჲ, ხოლო გულისწყრომაჲ მშობელი არს რისხვისაჲ, რამეთუ უსაკუთრესად პირველად არს გულისწყრომაჲ და მეორედ —რისხვაჲ, ვითარ-იგი ცხად არს საქმისაგან; რამეთუ გულისწყრომაჲ შინაგან დაწყებაჲ არს, შენივთებული გულარძნილებისა მიერ და მძჳნვარებისა; და გულისწყრომისაგან შინაგანისა იშვების რისხვაჲ გარეშე; და რისხვასა შეუდგს ღაღადებაჲ, რომელ არს ჴმამაღლობით სარჩელი, და სარჩელსა — გმობაჲ, რომელ არს ურთიერთას გინებაჲ. ამის ყოვლისა მოსპოლვად გუამცნებს ყოვლითურთ უკეთურებით, რამეთუ არა იტყჳს, ვითარმედ: "აღჳრ-ასხემდით ხოლო ვნებათა ამათ", არამედ — ყოვლად განჰფხურენითო და უჩინო ყვენით თქუენგან, რომელსა ცხად ჰყოფს "მოსპოლვაჲ". ხოლო ამას შეუდგენს: "ყოვლითურთ უკეთურებით", რამეთუ არიან კაცნი, რომელნი დაღაცათუ არა ცხადად, არამედ იდუმალ ჰკბენენ მოყუასთა, მსგავსებითა ძაღლთა შემპარავთაჲთა. ამისთჳს მოციქული ცხადთა თანა ფარულთაცა მოსპოლვად გუამცნებს, რომელთა უკეთურება უწოდს, და ესე არს ყოველი უკეთურებაჲ, რაჟამს შინაგან სულისა ვიცვიდეთ გესლსა და უმზირდეთ ჟამსა ნაცვლისა მიგებისასა.

მოციქულისაჲ: იყვენით ურთიერთას ტკბილ, მოწყალე, მიმმალლებელ თავთა თჳსთა, ვითარცა-იგი ღმერთმან ქრისტეს მიერ მოგუმადლა ჩუენ (4,32).

თარგმანი: ამისთჳს ისწრაფა მოციქულმან, რაჲთა განყენებასა თანა ბოროტთაგან გუყვნეს მოქმედ კეთილისა, რამეთუ აჰა ეგერა გესმის დღისა მისთჳს საშჯელისა, ვითარ მარცხენით მდგომთა მათ არცა ერთი რაჲ ესმის ბრალობაჲ ბოროტის მოქმედებისათჳს, არამედ ამისთჳს ოდენ, რომელ არა ყვეს წყალობაჲ, წყევით წარივლინებიან ცეცხლად. ამისთჳს გუასწავებს, რაჲთა სიტკბოებაჲ წინა-აღუდგინოთ სიმწარესა, მოწყალებამ - მრისხანებასა, და მიმმადლებელობაჲ — ძჳრისჴსენებასა, რაჲთა, რომელი-იგი ღმერთმან მამამან მოგუმადლა ჩუენ სისხლთა მიერ ძისა თჳსისათა გამოჴსნაჲ ჩუენი ცოდვისაგან, მიტევებითა პირველთა ბრალთაჲთა, იგივე ჩუენ თჳთ მივჰმადლოთ თავთა თჳსთა, რომელ არიან მოყუასნი ჩუენნი, თავად ჩუენდა სახელდებულნი ურთიერთას ასოობისათჳს.

მოციქულისაჲ: იყვენით უკუე მობაძავ ღმრთისა, ვითარცა შვილნი საყუარელნი, და ვიდოდეთ სიყუარულით, ვითარცა-იგი ქრისტემან შემიყუარნა ჩუენ და მისცა თავი თჳსი ჩუენთჳს, შესაწირავად და მსხუერპლად ღმრთისა, სულად სულნელად (5,1-2).

თარგმანი: ვინაჲთგან არა ყოველნი შვილნი ებაძვებიან მამასა, არამედ საყუარელნი ოდენ, ამისთჳს, ვითარცა შვილთა საყუარელთა, ეგრეთ გჳბრძანებს მიმსგავსებად ღმრთისა, რომელი-ესე ოდენ მარტოდ კმა არს სასყიდლად კე-თილთა მოქმედებისა, დაღათუმცა არცა ერთი რაჲ სხუაჲ იყო მისაგებელი. ამისსა შემდგომად ყოვლად უმსგავსოსა და უსწოროსა სახესა წინა-გჳყოფს — ქრისტეს ჩუენდა მომართ სიყუარულისასა, რამეთუ მან მტერნი შემიყუარნა, ხოლო აქა — მოყუასთა ჩუენთა ოდენ შეყუარებასა გუამცნებს. და მან სიყუარულისა ჩუენისათჳს სიკუდიდ მისცა ვი თჳსი, ხოლო ჩუენ უჭირველად ძალ-გჳც შეყუარებაჲ ძმათაჲ, უკუეთუ ოდენ გუენებოს. ხოლო უკუეთუ ესე რაჲთ ვყოთ, რომელ მტერნი შევიყუარნეთ, მაშინ ვიქმნებით სრულებით მიმსგავსებულ ქრისტესსა — მსხუერპლ ღმრთისა სულად სულნელად.