თარგმანი: ამათ სიტყუათა მიერ ცხად-ჰყოფს, ვითარმედ, რომელი ბილწებისა და ცოდვისა საქმეთა ერეოდის, ესევითარი იგი, დაღაცათუ იტყოდის, ვითარმედ უცნობიეს მას ქრისტე, არამედ არცაღათუ ასმიეს მისთჳს; რამეთუ ესევითარნი საქმენი ცოდვისანი ყოვლად უცხო ჰყოფენ კაცსა მეცნიერებისაგან გზათა და სწავლათა, ქრისტეს მიმართ მიმყვანებელთაჲსა.
19. რომელთა წარიწირნეს თავნი მათნი და მისცნეს ბილწებასა საქმედ არაწმიდებისა ყოვლისა ანგაჰრებისა.20. ხოლო თქუენ არა ეგრეთ გისწავიეს ქრისტე.21. უკუეთუ გასმიეს იგი და მისა მიმართ გისწავიეს, ვითარცა-იგი არს ჭეშმარიტებაჲ იესუჲს თანა,
ეფესელთა მიმართ თავი 4