თარგმანი: სულად გონებისა სულსა წმიდასა უწოდს, რომელი-იგი მიეცემის ნათელღებულთა სამთავროსა შინა გონებისასა, და დღითი-დღე განახლდების ჩუენ შორის, რაჟამს სიწმიდითა გონებისაჲთა უსრულესად მოვიგოთ იგი და უმეტეს განვახლდეთ ჩუენ მის მიერ, რამეთუ სიძუელესა ცოდვათა მიერსა განვიძრცჳთ ემბაზითა; პირველად — წყლისაჲთა, და შემდგომად — ცრემლთაჲთა, რაჟამს შევამწიკულოთ ნათლისღებისაჲ იგი. და ესრეთ, დღითი-დღე შევიმოსთ ახალსა კაცსა, რაჟამს სიწმიდით და სიმართლით ვმოქალაქობდეთ, განშორებულნი ყოვლისაგან სიცრუვისა ცოდვათაჲსა.
23. და განახლდებოდეთ თქუენ სულითა მით გონებისა თქუენისაჲთა24. და შეიმოსეთ ახალი იგი კაცი, ღმრთისა მიერ დაბადებული, სიმართლითა და სიწმიდითა ჭეშმარიტებისაჲთა.25. ამისთჳს განიშორეთ ტყუილი, იტყოდეთ ჭეშმარიტსა კაცად-კაცადი მოყუსისა თჳსისა თანა, რამეთუ ვართ ურთიერთარს ასოებ.
ეფესელთა მიმართ თავი 4