მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 4:5

4. ერთ ჴორც და ერთ სულ, ვითარცა-იგი იჩინენით ერთითა მით სასოებითა ჩინებისა თქუენისაჲთა;5. ერთ არს უფალ, ერთ სარწმუნოება, ერთ ნათლის-ღებაჲ,6. ერთ არს ღმერთი და მამაჲ ყოველთაჲ, რომელი ყოველთა ზედა არს და ყოველთა მიერ და ჩუენ ყოველთა შორის.
ეფესელთა მიმართ თავი 4
5. ერთ არს უფალ, ერთ სარწმუნოება, ერთ ნათლის-ღებაჲ,
თავი ვ̂. სწავლაჲ სიყუარულისათჳს ერთობითისა და განყოფისათჳს მადლთაჲსა, რომელნი-იგი ზოგადისავე სარგებელისათჳს განყოფილ არიან
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ერთ არს უფალ, ერთ სარწმუნოება, ერთ ნათლისღება (4,5).:

თარგმანი: აჰა, ცხად ყო, თუ რომელთა მიმართ გჳბრძანებს ერთჴორც და ერთსულობასა; ცხად არს, ვითარმედ, — მათდა მიმართ, რომელნი მისვე ერთისა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს მიმართ ერთსარწმუნოება იყვნენ და აღიარებდენ მის მიერ გამოჴსნილებასა, ხოლო ნათლისღებითა მითვე და ერთითა ნათელ-ეღოს სახელსა ზედა წმიდისა სამებისასა. ამათ ესევითართა მიმართ არცა ერთი რაჲ შეჰგავს განწვალებისა და განყოფილებისა ჩუენებაჲ ცუდთა რათმე მიზეზთათჳს ჴორციელთა, უკუეთუ ოდენ სარწმუნოებითა ერთ იყვნენ ჩუენ თანა.

მოძღვრება ოცდამეხუთესა კვირიაკესა ზედა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

განმარტება რიგის სამოციქულოისა (ეფეს. 4, 1-6).

განვიხილოთ და განვმარტოთ, ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, დღეს წაკითხული სამოციქულო. თუმცა იგი არის მოკლე სიტყვებითა, გარნა არა აზრებითა. იგი იპყრობს თვის შორის მრავალთა მშვენიერთა, ღრმათა და სასარგებლოთა სწავლათა.

გლოცავ თქვენ მე, კრული ესე უფლისა მიერ, რათა ღირსად ჰხვიდოდით ჩინებითა მით, რომლითა იჩინენით. ეს არის პირველი მუხლი დღეს წაკითხულისა სამოციქულოისა.

აქ პირველად ჩვენ ის უნდა ავხსნათ, რისთვის ხმარობს პავლე მოციქული ამ სიტყვას: გლოცავ თქვენ? რისთვის არ იტყვის იგი: გიბრძანებ, გამცნებ, ვალად-გადებ, არამედ გლოცავ? მისთვის, ძმანო ჩემნო, რომ ქრისტიანობა დამყარებული არის თავისუფალსა სიყვარულსა ზედა, და არა მონებრივსა შიშსა ზედა. დიაღ, შეეძლო პავლეს, ვითარცა ქრისტეს მოციქულსა, ვითარცა დიდისა უფლებისა და სულიერისა მადლისა მექონესა, ბრძანება მიეცა მორწმუნეთათვის, გარნა იგი, ნაცვლად ამისა, ჰლოცავს მათ, ვინაიდგან შიშით და იძულებით აღსრულება ქრისტეს მცნებათა არად სარგებელ არს, არამედ თავისუფალი და სიყვარულით აღძრული მორჩილება უფლისა სათნო არს მისა.

გლოცავ მე კრული ესე უფლისა მიერ,...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის