თარგმანი: იხილე, ვითარ რომელი-იგი საჭირო არს, იგი ყოველთადა საზოგადოდ მოუცემიეს: გამოჴსნაჲ ცოდვათაგან და სიმდიდრე სარწმუნოებისაჲ, მადლი შვილებისაჲ და ერთობაჲ ნათლისღებისაჲ, სასოებასა თანა საუკუნეთა კეთილთასა; ხოლო განყოფაჲ მადლთაჲ — თითოეულისა ძალისა შემსგავსებული, რომელი რომლისადა უმჯობეს არს, და რაოდენსა დაიტევს თითოეული. ვინაჲცა, ამისთჳს ნიჭ უწოდს განყოფასა მადლთასა, რაჲთა, რომელი მიგეღოს მისგან, მისთჳს ჰმადლობდე, რამეთუ ნიჭებით და არა მოსაგებელად რაჲსამე მოუცემიეს. ხოლო რომელი არა მიგეღოს, მისთჳს არა ეშურებოდი მოყუასსა, რამეთუ არა შენი მიუხუეჭიეს, არამედ ქრისტესგან მიუღებიეს, რომელმან-იგი იცოდა, თუ რაჲ უმჯობეს არს შენდა, ანუ რაჲ — მისდა, და თითოეულსა უმჯობესი მოგცა და რაოდენსა დაიტევს ძალი თითოეულისაჲ.
ეფესელთა მიმართ 4:7
6. ერთ არს ღმერთი და მამაჲ ყოველთაჲ, რომელი ყოველთა ზედა არს და ყოველთა მიერ და ჩუენ ყოველთა შორის.7. ხოლო თითოეულსა კაცად-კაცადსა ჩუენსა მოცემულ არს მადლი საზომისაებრ ნიჭისა ქრისტესისა.8. რომლისათჳს იტყჳს: აღჴდა მაღალსა, წარმოტყუენა ტყუე და მისცა იგი ნიჭად კაცთა.
ეფესელთა მიმართ თავი 4