მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 5:13

12. რამეთუ, რაჲ-იგი ფარულად იქმნების მათ მიერ, საძაგელ არს სიტყუადცა.13. ხოლო ყოველივე მხილებული ნათლისაგან გამოცხადნების, რამეთუ ყოველივე განცხადებული ნათელ არს,14. რომლისათჳს იტყჳს: განიღჳძე, რომელსა-ეგე გძინავს, და აღდეგ მკუდრეთით, და განგანათლოს შენ ქრისტემან.
ეფესელთა მიმართ თავი 5
13. ხოლო ყოველივე მხილებული ნათლისაგან გამოცხადნების, რამეთუ ყოველივე განცხადებული ნათელ არს,
თავი ჱ̂. რაჲთა ღირსებით და სიწმიდით ვცხოვნდებოდით, და არა სიტყჳთ, არამედ საქმით ვამხილებდეთ სიბოროტესა და სულითა აღვივსებოდით, გალობითა და არა ღჳნითა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: გამოიცადეთ, რაჲ-იგი არს სათნოჲ უფლისაჲ, და ნუ თანა-ეზიარებით საქმეთა მათ უნაყოფოთა ბნელისათა, არამედ უფროჲსღა ამხილებდით-ცა რამეთუ რაჲ-იგი ფარულად იქმნების მათ მიერ, საძაგელ არს სიტყუადცა (5,10-13).:

თარგმანი: ვინაჲთგან გამოუცდელისა გონებისა თჳსი არს მოქმედებაჲ უჯეროჲსაჲ, ამისთჳს გამოცდილებითა გონებისაჲთა გუაწუევს მონებად უფლისა, რამეთუ გამოცდილებაჲ შეიქმს კრძალულებასა, რაჲთა არა თანა-ვეზიარებოდით ეგევითართა საქმეთა, რომელთაგან არცა ერთი ნაყოფი შემოგუაქუნდეს საღმრთოსა ამას მოქალაქობასა ჩუენსა შინა, რამეთუ რაჲ ზიარებაჲ არს ბნელისაჲ ნათლისა მიმართ! ამას თანა ნუვე განვიკითხავთ მოქმედთა უწესოებისათა, არამედ ვამხილებდეთ ოდენ, რამეთუ სიყუარულით მხილებაჲ და სწავლაჲ, განმმართველი ცთომისაჲ, თავისუფალ არს განკითხვისაგან, რაჟამს არა სიძულილით ზედა-მიუვიდოდის, არამედ თანალმობით ჰკურნებდეს დაფარულებასა ეგევითართა სენთასა, რომელნი სათქუმელადცა საძნაურ იყვნენ.

სიტყვა კზ-სა კვირიაკესა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ამიერითგან, ძმანო ჩემნო, განძლიერდით უფლისა მიერ და სიმტკიცითა ძლიერებისა მისისათა (ეფეს. ვ, ი.)

ვინც კარგად გასინჯავს ცხოვრებასა აწინდელთა ქრისტიანეთასა და კარგად წარმოიდგენს სულიერსა მათსა მდგომარეობასა, ნახავს, რომელ იგინი სრულიად არა თუ არ ფიქრობდენ, რა დიდი და ძნელი საქმე არის კეთილი ქრისტიანობრივი მოქალაქეობა, და რაოდენსა შრომასა და სიფრთხილესა მოითხოვს ჩვენგან აღსრულება სულიერისა მოვალეობისა ჩვენისა, არამედ ესრედ იფიქრებს კაცი, რომელ იგინი დარწმუნებულ იყვნენ, ვითომც ამაზედ უადვილესი საქმე არ იყოს ქვეყანაზედ. რაში გამოუჩნდება აწინდელთა ქრისტიანეთა, რომელ მათ ახსოვთ, თუ რაოდენსა სიმტკიცესა და მოთმინებასა მოითხოვს ჩვენგან აღსრულება ქრისტეს მცნებათა? არც ლაპარაკში, არც ყოფა-ქცევაში და მოძრაობაში არა სჩანს, რომ იგინი ფიქრობდნენ ამაზედ, ფიცხლად განარჩევდნენ კეთილსა და ბოროტსა, ცოდვასა და მადლსა. ყოველი მათი სიტყვა, საქმე დაფუძნებულ-არს მხოლოდ ამ სოფლის ანგარიშზედ: დილითგან საღამომდის მიცემული აქვსთ მათ თავი ამაოისა სოფლისადმი; განმავლობასა შინა მთელის დღისასა ერთხელაც არ გაახსენდებათ მათ ღმერთი, ერთხელაც არ მიაქცევენ იგინი...

სრულად ნახვა
სიტყვა ახალთა სასამართლოთა ზედა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

რამეთუ, რა იგი ფარულად იქმნების მათ მიერ, საძაგელ არს სიტყვადაცა. ხოლო ყოველივე მხილებული ნათლისაგან გამოსცხადდების; რამეთუ ყოველივე განცხადებული ნათელ-არს (ეფეს. ე. იბ. იგ).

თუმცა საგანი იგი, რომელზედაც დღეს განვიზრახეთ უბნობა თქვენთანა, პირდაპირ არ შეეხება ჩვენსა სულიერსა მსახურებასა, გარნა ჩვენ მაინც გადავსწყვიტეთ ლაპარაკი მას ზედა, პირველად მისთვის, რომ ამ საგანზედ არი დამოკიდებული მშვიდობა, მყუდროება და ყოველი წარმატება ჩვენისა ამ სოფლად მოქალაქეობისა: მაშასადამე, მას აქვს დიდი კავშირი თვით ქრისტიანობასთანა, ვინაითგან თვინიერ მშვიდობისა და მყუდროებისა ქრისტიანე ვერ აღასრულებს თვისსა სჯულსა; მეორედ, თუმცა ჩვენ ვართ თქვენნი მოძღვარნი და წინამძღომნი ზეციერისა მხოლოდ მიმართ სასუფევლისა, გარნა, ვითარცა მოძმეთა თქვენთა, არ შეგვიძლია არ მივიღოთ მონაწილეობა ხორციელსაცა შინა თქვენსა ცხოვრებასა; ყოველი თქვენი წარმატება და ბედნიერება ამ სოფელში გვახარებს ჩვენცა, გარნა ყოველი თქვენი მწუხარება და გაჭირვება ჩვენთვისცა არის სამწუხარო.

რომელი არის ეს საგანი? ახალი წყობილება და წესი მართლ-მსაჯულობისა, სიმართლისა და სასამართლოთა, რომელი...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის