📋 სარჩევი
მოციქულისაჲ: ხოლო სიძვაჲ და ყოველი არაწმიდებაჲ გინა ანგაჰრებაჲ ნუცაღა სახელ-იდებინ თქუენ შორის, ვითარცა შუენის წმიდათა (5,3).
თარგმანი: ზემოსა მას თავსა შინა ჯეროვნად წარმოთქუა გულისწყრომისათჳს და რისხვისა, სიმწარისა და სხუათა მიმდგომთა მათთა, ხოლო აწ იტყჳს გულისთქუმისა მიერ შობილთათჳს, სიძვისა და არაწმიდებისა და ანგაჰრებისა, რამეთუ ესეცა დაღაცათუ არა გუამთა, არამედ საფასეთა ტრფიალ არს. ამათ ესევითართა სახელისდებისაგანცა განგუაყენებს, რამეთუ ჴსენებაჲ ოდენ მათი აღმამრღუეველ არს გონებისა. ამითვე წესითა, შჯული პირველად ამას იტყჳს: "არა კაც-ჰკლა" (), რომელი გულისწყრომისა ნაყოფ არს, და მერმეღა — "არა იმრუშო" (), რომელი გულისთქუმისა ნაშობ არს; ხოლო ამათგან კრძალვაჲ და ძირითურთ აღმოფხურაჲ ამათი — არა ხოლო მსგავსებისა წმიდათაჲსა, არამედ თჳთ წმიდა-ქმნისაცა მომატყუებელ არს.
მოციქულისაჲ: და საძაგელებაჲ და სიტყუაჲ სიცოფისაჲ, გინა ლაღობაჲ, რომელი არა ჯერ-არს, არამედ უფროჲსად მადლობაჲ (5,4).
თარგმანი: ვითარცა-იგი ზემო ღაღადებისა მოსპობაჲ გუამცნო, რამეთუ ჰუნე არს იგი რისხვისაჲ, ეგრეთვე აქა საძაგელებასა, რომელ არს ბილწებით ზრახვაჲ, სიტყჳთურთ სიცოფისაჲთ, რომელ არს კადნიერებისა სიტყუაჲ, და ლაღობისა აღმოფხურად გუამცნებს, ვითარცა გზათა, აღმაზრზენელთა სიძვისათა. ხოლო შენ, რაჲთა არა შეუძლებელ გიჩნდეს მოკუეთაჲ ლაღობისაჲ, ამისთჳს ზედა-დაჰრთავს: "რომელი არა ჯერ-არს", რამეთუ არარაჲ ზიარებაჲ გუაქუს ჩუენ მის თანა, ვინაჲთგან არა ლაღობისა და სიცილისაჲ არს აწინდელი ესე ჟამი, არამედ ღუაწლისა და გლოვისაჲ, რომლისათჳს გუეტყჳს მოციქული, ვითარმედ: აჰა, ყოვლით კერძო მოუცავთ ეშმაკთა და იღრჭენენ კბილთა და ჴმობენ ჩუენ ზედა, და შენ იცინია და სოფლიოთა ზრახვათა ჰზრახავ? და ვითარ მძლე ექმნე მას, რომელსა-იგი არა თუ მოკიცხართა, არამედ ახოვნებით მბრძოლთაგანიცა ვინმე ძლით მძლე ექმნების? ამისთჳს გეტყჳ, რაჲთა ეკრძალებოდით სხუასა რასმე ცუდად მეტყუელებასა, თჳნიერ სიტყუათა ღმრთისა მადლობისათა.
მოციქულისაჲ: და ესემცა უწყით, რამეთუ ყოველსა მეძავსა და არაწმიდასა და ანგაჰრსა, რომელ არს კერპთმსახური, არა აქუს მკჳდრობაჲ სასუფეველსა ქრისტესსა და ღმრთისასა. ნუმცა ვინ გაცთუნებს თქუენ ცუდითა სიტყჳთა (5,5-6).
თარგმანი: ნუუკუე და იყვნეს ვინმე ეფესელთა შორის მეტყუელნი ესრეთ, ვითარმედ: ენება ღმერთსა, რაჲთა მცირეთაგან კრძალებითა დიდთაგან განგუაყენნეს, თუ არა, ვითარმცა თანამდებ გეჰენიისა გუყვნა სიტყუამან ამან, ვითარმედ: "ცოფ"? ანუ ვითარმცა კერპთმსახურება იყო ანგაჰრებაჲ? — ამისთჳს ეტყჳს მოციქული, ვითარმედ: ნუმცა ვინ გაცთუნებს თქუენ ცუდითა სასოებითა, რამეთუ არა არს ტყუვილ სიტყუათა შინა ქრისტესთა; ამისთჳს ყოველი, რომელი მას უთქუამს სასუფეველისაგან განმთხეველად და გეჰენიად მიმყვანებელად, უკუეთუ არა სწორებით განეყენნეთ ყოველსა, დიდსა და მცირესა, საქმით სცნათ აღსრულებაჲ სიტყუათა მისთაჲ, მაშინ ოდეს არღარას გერგებოდის მიყვანებულთა გეჰენიად, და განვრდომილთა მკჳდრობისაგან სასუფეველისა, რომელი-იგი ქრისტესი არს, ამისთჳს, რამეთუ განჴორციელებითა მისითა გუეხარა სასუფეველი ცათაჲ, ხოლო ღმრთისაჲ — ამისთჳს, რამეთუ ზოგადი არს ყოველივე სრულებაჲ და უნაკლულოებაჲ კეთილთაჲ — მამისა და ძისა და სულისა წმიდისაჲ, სამგუამოვნისა ერთღმრთეებისაჲ.
მოციქულისაჲ: რამეთუ ამისთჳს მოიწევის რისხვაჲ ღმრთისაჲ ნაშობთა მათ ზედა ურჩებისათა. ნუ უკუე იქმნებით მსგავს მათდა (5,6-7).
თარგმანი: გინათუ სიძვისათჳს და არაწმიდებისა, გინათუ ესევითართა მათ სიტყუათათჳს, რომელნი ზემო ვთქუენით, რაჟამს ბოროტად გარ-დაჰგულარძნიდენ სიტყუათა ღმრთისათა, მოიწევის რისხვაჲ ღმრთისაჲ მათ ზედა, რომელთა-იგი ნაშობ ურჩებისა ამისთჳს უწოდა, რამეთუ ურწმუნოებით გარდასდრეკენ სიმართლესა შჯულთა საღმრთოთასა, რომელთა მსგავსებისაგან სივლტოლად გუამცნებს მოციქული.
მოციქულისაჲ: რამეთუ იყვენით ოდესმე ბნელ, ხოლო აწ ნათელ ხართ უფლისა მიერ; ვითარცა შვილნი ნათლისანი ვიდოდეთ (5,8).
თარგმანი: პირველთა მათ წარმართობისა ქცევათა მათთა მოაჴსენებს, რამეთუ საქმეთა ბნელისათა მოქმედსა ბნელ ეწოდების, ვითარცა-იგი კუალად სათნოებისა მუშაკსა ნათელ ჰრქჳან, მოღებითა ჭეშმარიტისა მისგან ნათლისა, რომლისა შვილთა ესრეთ შუენის მოქალაქობაჲ, რაჲთა არარას ჰყოფდენ შეუტყუებელსა მისისა ძეობისასა.
მოციქულისაჲ: რამეთუ ნაყოფი სულისაჲ ყოვლითა კეთილითა და სიმართლითა და ჭეშმარიტებითა (5,9).
თარგმანი: ნაყოფთა ღმრთისა და საღმრთოჲსა სულისათა წარმოთქუმითა ნაყოფნი საეშმაკოჲსა სულისანი განაქიქნა, რამეთუ რომელი კეთილისა და სიმართლისა და ჭეშმარიტებისაგან განვარდეს, ესევითარი იგი ბოროტისა კერძო განდგომილ არს.
მოციქულისაჲ: გამოიცადეთ, რაჲ-იგი არს სათნოჲ უფლისაჲ, და ნუ თანა-ეზიარებით საქმეთა მათ უნაყოფოთა ბნელისათა, არამედ უფროჲსღა ამხილებდით-ცა რამეთუ რაჲ-იგი ფარულად იქმნების მათ მიერ, საძაგელ არს სიტყუადცა (5,10-13).
თარგმანი: ვინაჲთგან გამოუცდელისა გონებისა თჳსი არს მოქმედებაჲ უჯეროჲსაჲ, ამისთჳს გამოცდილებითა გონებისაჲთა გუაწუევს მონებად უფლისა, რამეთუ გამოცდილებაჲ შეიქმს კრძალულებასა, რაჲთა არა თანა-ვეზიარებოდით ეგევითართა საქმეთა, რომელთაგან არცა ერთი ნაყოფი შემოგუაქუნდეს საღმრთოსა ამას მოქალაქობასა ჩუენსა შინა, რამეთუ რაჲ ზიარებაჲ არს ბნელისაჲ ნათლისა მიმართ! ამას თანა ნუვე განვიკითხავთ მოქმედთა უწესოებისათა, არამედ ვამხილებდეთ ოდენ, რამეთუ სიყუარულით მხილებაჲ და სწავლაჲ, განმმართველი ცთომისაჲ, თავისუფალ არს განკითხვისაგან, რაჟამს არა სიძულილით ზედა-მიუვიდოდის, არამედ თანალმობით ჰკურნებდეს დაფარულებასა ეგევითართა სენთასა, რომელნი სათქუმელადცა საძნაურ იყვნენ.
მოციქულისაჲ: რამეთუ ყოველივე მხილებული ნათლისაგან გამოცხადნების, რამეთუ ყოველივე განცხადებული ნათელ არს (5,13).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუმცა თქუენ სათნოებით ჰმოქალაქობდით, თჳთ ცხორებამანმცა თქუენმან დუმილით მხილებულ ყო ყოველი ბოროტად მოქალაქობაჲ, რომელი-იგი დაფარულ თუ იყოს, უკურნებელ არს, ხოლო იმხილოს თუ, და განცხადნეს, ვითარცა ნათელსა შინა საღმრთოჲსა მოქალაქობისასა განქიქებული, მიერითგან ბნელი მისი ნათლად შეიცვალოს სინანულისა მიერ და მოქცევისა, ვინაჲცა სათნოებაჲ არა დაიფარვის, არამედ მსგავსად ნათლისა საჩინო არს და ამხილებს სიბოროტესა.
მოციქულისაჲ: რომლისათჳს იტყჳს: განიღჳძე, რომელსა-ეგე გძინავს, და აღდეგ მკუდრეთით, და განგანათლოს შენ ქრისტემან (5,14).
თარგმანი: წიგნისაგან დაფარულისა იერემიაჲსი არს სიტყუაჲ ესე, რომელი მძინარედ და მკუდრად ცოდვასა შინა მყოფსა უწოდს, ვითარცა უქმ და შეუძლებელ ქმნილსა კეთილისა მიმართ, რამეთუ სიზმარნი ეოცნებიან, ვითარცა მძინარესა, და დაყროლებულ არს ცოდვასა შინა, ვითარცა მკუდარი სამარესა; ვინაჲცა არა აღმოუბრწყინდების მას ნათელი ქრისტესი, უკუეთუ არა განიღვიძოს გულისჴმის-ყოფითა ბრალისაჲთა და არა აღდგეს მიერ მოქცევითა სინანულად და განყენებითა ცოდვისაგან, ვინაჲცა ესე სიტყუაჲ კეთილად ზოგად შეეტყუების წარმართობასა და ცოდვასა შინა მყოფთა.
მოციქულისაჲ: ეკრძალებოდეთ უკუე, ვითარ-ძი განკრძალულად ხუალთ, ნუ ვითარცა უგუნურნი, არამედ ვითარცა ბრძენნი (5,15).
თარგმანი: განგუაკრძალებს უკუე, ვითარცა კრავთა, შორის მგელთა მყოფთა, რაჲთა არავის კაცთაგანსა თანა ბრძოლა-ვჰყოფდეთ, თჳნიერ ეშმაკთა და ვნებათა, რამეთუ უგუნურება არს კაცთა მიმართ ბრძოლაჲ სხჳსა რაჲსათჳსმე, გარნა თუ ოდესმე შჯულთათჳს საღმრთოჲსა ქადაგებისათა, და იგიცა სიბრძნით და გონიერებით, არა შფოთებით და უწესოებით.
მოციქულისაჲ: გამოიფრდიდით ჟამთა, რამეთუ დღენი ბოროტნი არიან (5,16).
თარგმანი: ესე არს გამოფრდაჲ ჟამისაჲ, რაჲთა ყოველივე მისცეს კაცმან საფასედ მოსასყიდელად კეთილისა მის მარგალიტისა, რომელ არს სასუფეველი ცათაჲ, რომელი არარაჲთ სხჳთა მოიგებვის, თჳნიერ რაჲთა განყიდოს კაცმან და შეურაცხ-ყოს ყოველივე სოფლიოჲთ და ქუეყნისაჲ, მოგებისათჳს ზეცისა მათ საუკუნეთა კეთილთაჲსა, და აწინდელისა ამის ჟამისა მოქმედებითა დაიმკჳდროს საუკუნოჲ იგი განსუენებაჲ, რაჟამს საწუთროჲ ესე ცოდვისაჲ ყოს ნივთ სათნოებათა მოგებისა, და მზა იყოს ყოვლისავე ზღვევისა და დაჭირვებისა შემთხუევად, თჳნიერ ხოლო რაჲთა არარაჲთ განვარდეს სარწმუნოებისაგან მართლისა და საქმეთა კეთილთა, და მათ ძლით განსცეს არა ხოლო სოფელი და საქმენი სოფლისანი, არამედ სულსაცა თჳსსა არა ჰრიდოს სიკუდიდ განცემითა ჴორცთა თჳსთაჲთა. ხოლო დღედ ბოროტად უწოდს არათუ ჟამთა ამის საწუთროჲსათა, რომელნი-ესე კეთილად დაბადებულ არიან ღმრთისა მიერ, არამედ რაჟამს ბოროტად ვინმე წარაგნეს, მაშინ საქმისა მისგან ეწოდების მათ ბოროტ, ვითარ-იგი თქუა უფალმან: "კმა არს დღისა მის სიბოროტე თჳსი" (). და კუალად ჩუენცა, რაჟამს სენი ანუ განსაცდელი რაიმე შეგუემთხჳის, ვიტყოდით, ვითარმედ: "ბოროტი დღე წარვვლე". და ვინაჲთგან იგივე დღე სხუათა კეთილად წარევლის, ამიერ ცხად არს, ვითარმედ ჩუენ ვიქმთ კეთილად დაბადებულსა დღესა ბოროტ, რაჟამს შევამთხჳით თავთა ჩუენთა უკრძალველობითა ანუ სენი ჴორცთაჲ გინა სენი სულისაჲ, რამეთუ ორისავე ამის ჩუენ ვართ მიზეზ. ჳკუმენისი: გინათუ ესრეთ იტყჳს გამოფრდასა ჟამისასა, რამეთუ არა ჩუენი არს აწინდელი ესე საწუთროჲ ჟამი, არცა სამარადისოდ მყოფ ჩუენ თანა, რამეთუ მსხემ და წარმავალ ვართ მას შინა. ამისთჳს გჳჴმს, რაჲთა მოვიყიდოთ მისგანი მოქმედებითა საქმეთა ღმრთისა სათნოთა, არა საწუთროსა თანა დაჴსნადთა, არამედ საუკუნოდ ჩუენ თანა წარმავალთაჲთა.
მოციქულისაჲ: ამისთჳს ნუ იყოფით უგუნურ, არამედ გულისჴმა-ჰყოფდით, რაჲ-იგი არს ნებაჲ უფლისაჲ (5,17).
თარგმანი: ესე არს უგუნურებაჲ, რაჟამს კაცმან ღმრთივ მოცემული ესე ჟამი, შესაწევნელი კეთილისაჲ, სიბოროტესა ზედა წარაგოს, და არა ყოვლითა გულითა გამოეძიებდეს და მას ჰყოფდეს, რაჲ-იგი არს სათნოჲ უფლისაჲ.
მოციქულისაჲ: და ნუ დაითრვებით ღჳნითა, რომლითა არს სიბილწე (5,18).
თარგმანი: ღჳნოჲ ღმრთისა მიერ განსამხიარულებელად ოდენ გულისა მოცემულ არს და შესაწევნელად უძლურებისა; ხოლო უმეტეს ზომისა ჴუმევაჲ მისი არა ხოლო სულიერთა სენთა და ბილწებათა, არამედ სულიერთა თანა ჴორციელთაცა სნეულებათა მომატყუებელ გუექმნების.
მოციქულისაჲ: არამედ აღივსენით სულითა. ეტყოდეთ თავთა თქუენთა ფსალმუნითა და გალობითა და შესხმითა სულიერითა (5,18-19).
თარგმანი: ვინაჲთგან უზომოებაჲ ღჳნისაჲ განალაღებს, მრისხანე და ცნობა-ვნებულ ჰყოფს კაცსა, ამისთჳს მის წილ აღვსებად გუაწუევს სულითა, რომლისა ღონე არს, რაჲთა მარადის თავთა თჳსთა განვაკრძალებდეთ სიტყჳთა ფსალმუნთაჲთა და მოძღურებითა წერილთაჲთა, რაჲთა, რასა-იგი გუასწავებენ სიტყჳთ, ჩუენ აღვასრულებდეთ საქმით, და ესრეთ მივიწინეთ კიბით საქმისაჲთ სიმაღლედ ხედვისა, რაჲთა არა ნივთ ჴორციელთა გემოვნებათა ვჰყოფდეთ ჴმასა საგალობელთასა, არამედ სიტკბოებითა და განვრცობითა ჴმისაჲთა შემოვჰკრებდეთ ყოველთა აღძრვათა და ქცევათა სულისათა დიდებისმეტყუელებად ღმრთისა და მის მიერ განცდად სიტყუათა მათ საუფლოჲსა გალობისათა, თუ ვითარი ძალი აქუს თითოეულსა მათსა, რამეთუ ესევითარითა სახითა სრულ-იქმნების შესხმაჲ და გალობაჲ სულიერი, რაჟამს განშორებულ იყოს ყოველთა გემოვნებათაგან მავნებელთა, და სიტკბოებითა ჴმისაჲთა სურვილად საღმრთოდ აღიწეოდის.
მოციქულისაჲ: უგალობდით და აქებდით გულითა თქუენითა უფალსა (5,19).
თარგმანი: ვინაჲთგან მრავალგზის პირი ხოლო იტყჳნ გალობასა და ქებასა ღმრთისასა, ხოლო გული და გონებაჲ განბნეულ არნ ზრუნვათა მიმართ ჴორციელთა, ამისთჳს შემოკრებულითა გულითა გუაწუევს ჴუმევად სიტყუათა გალობისა და ქებისა ღმრთისათა. ქება უკუე არს სიტყუაჲ, ხოლო გალობა —კილოჲ საგალობელისაჲ; და ამისთჳს განვრცნების ჴმითა გალობისაჲთა სიტყუაჲ ქებისა ღმრთისაჲ, რაჲთა მიმყოვრებასა შინა ჟამისასა კეთილად გულისჴმა-ვყოთ ძალი სიტყჳსაჲ, და სიტკბოებითა ჴმისაჲთა არა საწყინო ჩუენდა იქმნეს მიმყოვრებაჲ ჟამისაჲ.
მოციქულისაჲ: ჰმადლობდით ყოვლადვე ყოველთათჳს სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა ღმერთსა და მამასა (5,20).
თარგმანი: ყოვლად ყოველნი ნიჭნი სულიერნი და ჴორციელნი განჴორციელებითა ძისაჲთა მოგუცნა მამამან. ამისთჳს, ვითარცა მის მიერ გამოჴსნილთა, სახელითა მისითა გჳჴმს მადლობაჲ ღმრთისაჲ.
მოციქულისაჲ: დაემორჩილენით ურთიერთას შიშითა ქრისტესითა (5,21).
თარგმანი: ვინაჲთგან არს მორჩილებაჲ ბოროტსაცა ზედა, ამისთჳს მისგან განყენებულთა გუამცნებს, რაჲთა ყოველსავე ესევითარსა ზედა ვერჩდეთ ურთიერთას, რომელი არა განმიყვანებდეს კეთილისაგან, რომელ არს მორჩილებაჲ მცნებათა და ბრძანებათა ქრისტესთაჲ, რომელთა გარდასლვისათჳს მოიწევის ჩუენ ზედა შიში და პატიჟი მცნებისა გარდამავალთაჲ.