მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 5:17

16. გამოიფრდიდით ჟამთა, რამეთუ დღენი ბოროტნი არიან.17. ამისთჳს ნუ იყოფით უგნურ, არამედ გულისჴმა-ჰყოფდით, რაჲ-იგი არს ნებაჲ უფლისაჲ.18. და ნუ დაითრვებით ღჳნითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა,
ეფესელთა მიმართ თავი 5
17. ამისთჳს ნუ იყოფით უგნურ, არამედ გულისჴმა-ჰყოფდით, რაჲ-იგი არს ნებაჲ უფლისაჲ.
თავი ჱ̂. რაჲთა ღირსებით და სიწმიდით ვცხოვნდებოდით, და არა სიტყჳთ, არამედ საქმით ვამხილებდეთ სიბოროტესა და სულითა აღვივსებოდით, გალობითა და არა ღჳნითა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ამისთჳს ნუ იყოფით უგუნურ, არამედ გულისჴმა-ჰყოფდით, რაჲ-იგი არს ნებაჲ უფლისაჲ (5,17).:

თარგმანი: ესე არს უგუნურებაჲ, რაჟამს კაცმან ღმრთივ მოცემული ესე ჟამი, შესაწევნელი კეთილისაჲ, სიბოროტესა ზედა წარაგოს, და არა ყოვლითა გულითა გამოეძიებდეს და მას ჰყოფდეს, რაჲ-იგი არს სათნოჲ უფლისაჲ.

სიტყვა კზ-სა კვირიაკესა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ამიერითგან, ძმანო ჩემნო, განძლიერდით უფლისა მიერ და სიმტკიცითა ძლიერებისა მისისათა (ეფეს. ვ, ი.)

ვინც კარგად გასინჯავს ცხოვრებასა აწინდელთა ქრისტიანეთასა და კარგად წარმოიდგენს სულიერსა მათსა მდგომარეობასა, ნახავს, რომელ იგინი სრულიად არა თუ არ ფიქრობდენ, რა დიდი და ძნელი საქმე არის კეთილი ქრისტიანობრივი მოქალაქეობა, და რაოდენსა შრომასა და სიფრთხილესა მოითხოვს ჩვენგან აღსრულება სულიერისა მოვალეობისა ჩვენისა, არამედ ესრედ იფიქრებს კაცი, რომელ იგინი დარწმუნებულ იყვნენ, ვითომც ამაზედ უადვილესი საქმე არ იყოს ქვეყანაზედ. რაში გამოუჩნდება აწინდელთა ქრისტიანეთა, რომელ მათ ახსოვთ, თუ რაოდენსა სიმტკიცესა და მოთმინებასა მოითხოვს ჩვენგან აღსრულება ქრისტეს მცნებათა? არც ლაპარაკში, არც ყოფა-ქცევაში და მოძრაობაში არა სჩანს, რომ იგინი ფიქრობდნენ ამაზედ, ფიცხლად განარჩევდნენ კეთილსა და ბოროტსა, ცოდვასა და მადლსა. ყოველი მათი სიტყვა, საქმე დაფუძნებულ-არს მხოლოდ ამ სოფლის ანგარიშზედ: დილითგან საღამომდის მიცემული აქვსთ მათ თავი ამაოისა სოფლისადმი; განმავლობასა შინა მთელის დღისასა ერთხელაც არ გაახსენდებათ მათ ღმერთი, ერთხელაც არ მიაქცევენ იგინი...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის