მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 5:28

27. რაჲთა წარუდგინოს თავადმან თავსა თჳსსა დიდებულად ეკლესიაჲ, რაჲთა არა აქუნდეს მწინკულევანებაჲ არცა ნაოჭ ბრძჳლისა, არცა სხუაჲ რაჲ ესე-ვითარი, არამედ რაჲთა იყოს წმიდა და უბიწო.28. ესრეთ ჯერ-არს ქმართაჲ ცოლთა თჳსთა სიყუარული, ვითარცა ჴორცთა თჳსთაჲ, რამეთუ რომელსა უყუარდეს ცოლი თჳსი, თავი თჳსი უყუარს.29. რამეთუ არავინ სადა თავი თჳსი მოიძულის, არამედ ზრდინ და ჰფუფუნებნ მას, ვითარცა ქრისტე ეკლესიასა,
ეფესელთა მიმართ თავი 5
28. ესრეთ ჯერ-არს ქმართაჲ ცოლთა თჳსთა სიყუარული, ვითარცა ჴორცთა თჳსთაჲ, რამეთუ რომელსა უყუარდეს ცოლი თჳსი, თავი თჳსი უყუარს.
თავი თ̂. განწესებაჲ სახლეულთაჲ წესიერებისათჳს და უფალთა და მონათაჲ ქრისტეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ესრეთ ჯერ-არს ქმართაჲ ცოლთა თჳსთა სიყუარული, ვითარცა ჴორცთა თჳსთაჲ, რამეთუ, რომელსა უყუარდეს ცოლი თჳსი, თავი თჳსი უყუარს; რამეთუ არავინ სადა თავი თჳსი მოიძულის, არამედ ზრდინ და ჰფუფუნებნ მას, ვითარცა ქრისტე ეკლესიასა (5,28-29).:

თარგმანი: არათუ უდიდებულესად, არამედ უმახლობელესად სახედ მოიყვანა სიტყუაჲ, მოკსენებითა თჳსთა ჴორცთაჲთა, რამეთუ, ვითარცა-იგი ჩუენ მორწმუნენი ერთ ჴორც ვართ თავისა მის ჩუენ ყოველთაჲსა ქრისტესსა, ეგრეთვე დედაკაცი ერთ ჴორც არს ქმრისა, მიერ სიტყჳთგან დაბადებისაჲთ, ვითარმედ: "ესე - ჴორცი ჴორცთა ჩემთაგანი და ძუალი ძუალთა ჩემთაგანი" ().

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის