თარგმანი: ვითარცა-იგი ჩუენსა ქრისტეს მიმართ ერთგუამობასა სახედ მოიღებს მეუღლეთა ერთგუამობისა, ეგრეთვე მათსა ერთჴორცობასა, ვითარ ცოლი გუერდისაგან ქმრისა მოღებულ იქმნა, — სახედ მოიღებს ჩუენისა ამის ქრისტეს შეერთებისა. და რაჲთა განცხადებულად დაამტკიცოს ერთგუამობაჲ ჩუენი მის თანა, არა კმა-იყოფს ჴორცთა მისთაგანობასა, არამედ ზედა-დაჰრთავს ძუალთა მისთაგანობასაცა. და უწყიან ესე მიმღებელთა საიდუმლოჲსათა, ვითარ ჴორცისა ჭამაჲ ითქუმის, ხოლო ძუალისაჲ არა-შემუსრვაჲ, რამეთუ მიერ ძუალით კუალად მეორედ აღმოვეგებით ჴორცითა, ვითარ-იგი სხუასა ადგილსა ესევე მოციქული იტყჳს, ვითარმედ: "ყრმათაცა ეზიარა ჴორცითა და სისხლითა, რამეთუ ქალწულისაგან შობითა იგი გუეზიარა ჩუენ, ხოლო მოღებითა წმიდათა საიდუმლოთაჲთა ჩუენ ვეზიარებით მას; და ვითარ-იგი შობაჲ მისი თჳნიერ მამაკაცისა იქმნა სულისა მიერ წმიდისა, ქალწულისა ჴორცთა შორის სრულიად მიღებითა ადამის გუამოვნებისაჲთა, ეგრეთვე ჩუენ სულისა მიერ წმიდისა მეორედ ვიშვებით საბანელსა შინა წმიდისა ემბაზისასა, და ყოვლად ერთ ჴორც და ერთსულ ვიქმნებით ქრისტეს თანა, ვჭამოთ რაჲ ჴორცი მისი. რამეთუ რომელი შეეყოს უფალსა, ერთსულ არს მის...
ეფესელთა მიმართ 5:30
29. რამეთუ არავინ სადა თავი თჳსი მოიძულის, არამედ ზრდინ და ჰფუფუნებნ მას, ვითარცა ქრისტე ეკლესიასა,30. რამეთუ ასონი ვართ გუამისა მისისანი, ჴორცითა მისთაგანნი და ძუალითა მისთაგანნი.31. ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და შეეყოს ცოლსა თჳსსა და იყვნენ ორნივე იგი ერთ ჴორც.
ეფესელთა მიმართ თავი 5