თარგმანი: ვითარცა უკუანაჲსკნელნი პატივითა, უუკუანაჲსკნელეს დააწესნა მონანი, და მორჩილებად უბრძანებს ჴორციელთა უფალთა მათთა, რამეთუ ჴორციელობითა ნუგეშინის-სცემს, ვითარმედ მონებაჲ იგი მათი წუთჟამისაჲ და ჴორცთაჲ ხოლო არს, და არა სულისაჲცა. ხოლო არღარა ჩჩჳლებრ ეტყჳს ამათ, ვითარცა ყრმათა, არამედ სრულსა სწავლასა წინა-უყოფს, რამეთუ უკუეთუ თავისუფალთა ურთიერთას მორჩილებაჲ თანა-აც სიყუარულისათჳს ქრისტესისა, რაოდენ უფროჲს — ამათ, რომელნი შჯულსა ქუეშე არიან მონებისასა. და კუალად, ამათი შიში განყოფილ არს სიყუარულით ქონებულისა მისგან შიშისა ცოლთაჲსა, რომელი აქუს ქმართა მიმართ; ამისთჳს მონებრივისა შიშისა განმყოფელად ზედა-დაჰრთო: "შიშით და ძრწოლით". ხოლო ვინაჲთგან იქმნების შიში და ძრწოლაჲ მზაკუვარებითაცა გულისაჲთა, ამისთჳს - "ერთგულებით და სიწრფოებითა გულისაჲთა"; არა სხუებრ, არამედ ვითარცა ქრისტეს მიმართ ამცნებს ქონებად ყოვლისა კრძალულებისა.
4. და მამანი ნუ განრისხდებით შვილთა თქუენთა, არამედ განზარდენით იგინი სწავლითა და მოძღურებითა უფლისაჲთა.5. მონანი ერჩდით ჴორციელთა უფალთა თქუენთა შიშით და ძრწოლით, სიწრფოებითა გულისა თქუენისაჲთა, ვითარცა ქრისტესა,6. ნუ თუალთა წინაშე თუალ-ღებით მონებად, ვითარცა კაცთ მოთნენი, არამედ ვითარცა მონანი ქრისტესნი, ჰყოფდით ნებასა ღმრთისასა გულითად;
ეფესელთა მიმართ თავი 6