თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: "არა მოციქულთა მიერ წარვიგლინე იერუსალემით, მოწაფედ მოციქულთა, არამედ თჳთ მოძღურისა მის და წარმავლინებელისა მოციქულთაჲსა ხილვამან და ჩუენებამან მეცა მოციქულად წარმავლინა ქალაქთა არაბიას და დამასკოს. რამეთუ წინადაცუეთილებისათაგან გამომირჩია ქადაგი წინადაუცუეთელობისაჲ; რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ: "თჳთ წინადაუცუეთელ იყო, რომელი ქადაგებდა დაჴსნასა მისსა, ვითარცა ვერ-შემძლებელი წინადაცუეთად", ამისთჳს, არა ვითარცა ძნელსა და საჴმარსა, არამედ ვითარცა ნამეტავსა და უჴმარსა დავჰჴსნიდ მას. ხოლო არაბიას წარსლვითა ამას ცხად-ჰყოფს, ვითარმედ არღა ხარებულ იყო მათდა, ამისთჳს უქმსა ქუეყანასა თჳთ იწყო მუშაკობად და სრბით თესვად თესლსა ღმრთისმსახურებისასა.
16. გამოცხადებად ძე მისი ჩემ მიერ, რაჲთა ვახარო იგი წარმართთა შორის, მეყსეულად არა ვაუწყე იგი ჴორცთა და სისხლთა,17. არცა აღვედ იერუსალჱმდ მათდა, რომელნი-იგი იყვნეს უწინარეს ჩემსა მოციქულნი, არამედ მივედ არაბიად და კუალად მოვიქეც დამასკედ.18. და მერმე შემდგომად სამისა წლისა აღვედ იერუსალჱმდ ხილვად პეტრესა და ვიყავ მის თანა ათხუთმეტ დღე.
გალატელთა მიმართ თავი 1