მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 1:22

21. და მერმე მოვედ ადგილთა მათ ასურეთისა და კილიკიაჲსათა.22. ხოლო ვიყავ შეუსწავებელ წინაშე პირსა ეკლესიათა მათ ჰურიასტანისათა, რომელნი იყვნეს ქრისტეს მიმართ;23. გარნა სმენით ხოლო ესმინა, ვითარმედ რომელი-იგი გუდევნიდა ჩუენ ოდესმე, აწ ახარებს სარწმუნოებასა მას, რომელსა-იგი ოდესმე ტყუენვიდა.
გალატელთა მიმართ თავი 1
22. ხოლო ვიყავ შეუსწავებელ წინაშე პირსა ეკლესიათა მათ ჰურიასტანისათა, რომელნი იყვნეს ქრისტეს მიმართ;
თავი ა̂. შემდგომად დაწყებისა ებისტოლისა თხრობაჲ ჰურიაობისაგან მოქცევისა თჳსისაჲ გამოცხადებით
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ვიყავ შეუსწავებელ წინაშე პირსა ეკლესიათა მათ ჰურიასტანისათა, რომელნი.. -იყვნეს ქრისტეს მიმართ, გარნა სმენით ხოლო ესმინა, ვითარმედ: რომელი-იგი გუდევნიდა ჩუენ ოდესმე, აწ ახარებს სარწმუნოებასა მას, რომელსა-იგი ოდესმე ტყუენვიდა; და ადიდებდეს ჩემთჳს ღმერთსა (1,22-24).:

თარგმანი: ვინაჲთგან ამას შეასმენდეს მას წინააღმდგომნი, ვითარმედ: "თქუენ გალატელთა ოდენ წარმართთა გაყენებს წინადაცუეთად, ხოლო ჰურიაობისაგან მოქცეულთა უქადაგებს წინადაცუეთასა", ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: ესოდენ არაოდეს მიქადაგებიეს წინადაცუეთაჲ ვისდაცა, ვიდრემდის ყოვლად უმეცარ იყვნეს ჩემდა ეკლესიანი იგი წინადაცუეთილებისაგან და ჰურიაობისა მოქცეულნი ქრისტეს მიმართ, და არავინ მათგანი თუალით მხილველ ქმნილ არს ჩემდა, თჳნიერ ყურით მსმენელ ხოლო და მმადლობელ ღმრთისა, რამეთუ ჩემი ყოველივე მისი საქმე არს: მოქცევაჲ მდევარ-ყოფისაგან და ქადაგ-ყოფაჲ ჩემ მიერ დევნულისაჲ მის. ხოლო ეკლესიად ჰურიასტანისა — კილიკიას და ასურეთს შინა მყოფთა მათ იტყჳს შესაკრებელთა ადგიდ-ადგიდისათა, რომელთა ქრისტეს მიერ მყოფად უწოდს, ვითარცა ქრისტიანობად მოქცეულთა, ხოლო "ადიდებდეს ჩემთჳს ღმერთსა" — ესე უსაკუთრეს არს, ვითარმედ: ადიდებდეს ჩემ შორის ღმერთსა; რომლისა მიერ ამას ცხად-ჰყოფს ვითარმედ: ყოველივე საქებელი და სადიდებელ საქმე არა ჩემი არს, არამედ ჩემ შორის მეტყუელისა და მოქმედისა ქრისტეს ღმრთისაჲ, რომელი-იგი ყოველთა შორის მომანიჭებს კადნიერებით ქადაგებასა სახელისა მისისასა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის