თარგმანი: რაჲთა არა თქუან, ვითარმედ: "ნუუკუე განრისხებულმან თქუა სიტყუაჲ იგი შეჩუენებისაჲ", - ამისთჳს კუალად-მოქცევობითა მისითა ცხად-ჰყოფს, ვითარმედ დაწყნარებულითა ბჭობითა სიმშჳდისაჲთა აღმოუთქუამს მას სიტყუაჲ იგი შეჩუენებისაჲ, რომელსა შინა, გესმას რაჲ "გარეშე მისსა", გულისჴმა-ყავ, ვითარმედ ზოგად შეაჩუენებს მცირედ და დიდად განმდრეკელსა, რომელი შემატებითა ანუ დაკლებითა დიდისა ანუ მცირისაჲთა განსდრეკდეს ქადაგებასა სამოციქულოთა შჯულთა მართლმადიდებლობისასა.
8. არამედ დაღათუ ჩუენ, გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელი-იგი გახარეთ თქუენ, შეჩუენებულ იყავნ!9. ვითარცა წინაწარ ვთქუ და აწ კუალად ვიტყჳ: უკუეთუ ვინმე გახარებდეს თქუენ მისა გარეშე, რომელი-იგი მიიღეთ, შეჩუენებულ იყავნ!10. აწ კაცთა-მე ვერწმუნო ანუ ღმერთსა? ანუ ვეძიებ რას კაცთა მოთნებასა? რამეთუ უკუეთუმცა კაცთაღა სათნო-ვეყოფვოდე, ქრისტეს მონამცა არა ვიყავ.
გალატელთა მიმართ თავი 1