მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 2:18

17. უკუეთუ მით ვეძიებდეთ განმართლებასა ქრისტეს მიმართ, ვიპოვნეთ ჩუენცა ცოდვილ; აწ უკუე ქრისტე ცოდვისა-მე მსახურ იქმნა? ნუ იყოფინ!18. რამეთუ უკუეთუ რომელი-იგი დავარღჳე და კუალად მასვე ვაშენებდე, გარდამავალად შჯულისა თავი ჩემი შევირაცხო.19. რამეთუ მე შჯულისათჳს შჯულითა მოვკუედ, რაჲთა ღმრთისა ვცხოვნდე. ქრისტეს თანა ჯუარ-ცუმულ ვარ.
გალატელთა მიმართ თავი 2
18. რამეთუ უკუეთუ რომელი-იგი დავარღჳე და კუალად მასვე ვაშენებდე, გარდამავალად შჯულისა თავი ჩემი შევირაცხო.
თავი დ̂. ვითარმედ სარწმუნოებისა მიერ მიეცემის სიწმიდე და არა შჯულისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ უკუეთუ რომელი-იგი დავარღჳე და კუალად მასვე ვაშენებდე, გარდამავალად შჯულისა თავი ჩემი შევჰრაცხო (2,18).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: დავარღჳეთ შჯული, რაჟამს დაუტევეთ იგი და ქრისტესა მოუჴედით; ხოლო უკუეთუ აწ კუალად აღშენებად მისსა ჴელ-ვჰყოფდეთ, თჳთ მებრ მისმან აღშენებამან დაგუასაჯოს გარდამავალობაჲ მისი, ვითარ აღშენებისა ღირსსა მას ჩუენ დამარღუეველ ვიქმნენით. იხილე სიბრძნე ყოვლად ბრძნისა მამხილებელისაჲ; ვითარ, სადაჲთ იგინი ჰგონებდეს დაცვასა შჯულისსა, მიერ შჯულისა გარდამავალ ჰყოფს მათ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის