მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი დ̂. ვითარმედ სარწმუნოებისა მიერ მიეცემის სიწმიდე და არა შჯულისა

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

მოციქულისაჲ: უკუეთუ მით ვეძიებდეთ განმართლებასა ქრისტეს მიმართ, ვიპოვნეთ ჩუენცა ცოდვილ; აწ უკუე ქრისტე ცოდვისა-მე მსახურ იქმნაა? — ნუ იყოფინ (2,17).

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: ხოლო უკუეთუ მეძიებელნი ქრისტეს მიერ განმართლებისანი, ვიპოვენით ჩუენცა ცოდვილ, ნუუკუე ქრისტე არსა ცოდვისა მსახურ? — ნუ იყოფინ! ესე იგი არს, ვითარმედ: უკუეთუ მეძიებელთა ამათთჳს განმართლებისათა და მის ძლით მოსრულთა ქრისტესსა, არა კმა არს სარწმუნოებაჲ ქრისტესი განმამართლებელად, და მის ზედა საჴმარ არს კუალად დართვაჲ წესთაცა შჯულისათა. უეჭუელად ვცოდეთ სადმე დატევებაჲ მისი, და ცოდვისა ამის მიზეზი ქრისტეს ზედა დაიდვას, ვითარმედ მის ძლით დაუტევეთ შჯული სასოებითა განმართლებისაჲთა; რომელი-ესე ნუ იყოფინ, — ვითარმცა ქრისტე, ყოველთა განმამართლებელი იგი, ცოდვისა მიზეზ ექმნა ვისცა!

მოციქულისაჲ: რამეთუ უკუეთუ რომელი-იგი დავარღჳე და კუალად მასვე ვაშენებდე, გარდამავალად შჯულისა თავი ჩემი შევჰრაცხო (2,18).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: დავარღჳეთ შჯული, რაჟამს დაუტევეთ იგი და ქრისტესა მოუჴედით; ხოლო უკუეთუ აწ კუალად აღშენებად მისსა ჴელ-ვჰყოფდეთ, თჳთ მებრ მისმან აღშენებამან დაგუასაჯოს გარდამავალობაჲ მისი, ვითარ აღშენებისა ღირსსა მას ჩუენ დამარღუეველ ვიქმნენით. იხილე სიბრძნე ყოვლად ბრძნისა მამხილებელისაჲ; ვითარ, სადაჲთ იგინი ჰგონებდეს დაცვასა შჯულისსა, მიერ შჯულისა გარდამავალ ჰყოფს მათ.

მოციქულისაჲ: რამეთუ მე შჯულისათჳს შჯულითა მოვკუედ, რაჲთა ღმრთისა ვცხოვნდე (2,19).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: მე თჳთ მის შჯულისაჲ ვირწმუნე, მეტყოდა რაჲ შჯულისმდებელი ქრისტესთჳს, ვითარმედ: "წინაჲსწარმეტყუელი აღგიდგინოს თქუენ უფალმან ღმერთმან, მისი ისმინეთ" (). ამან შჯულისა სიტყუამან მომაკუდინა თჳთ მის შჯულისაგან, რაჲთა, ვითარცა მკუდარი, უქმ ვიყო მოქმედებად მისსა, და ყოვლითა ძალითა შეუდგე საღმრთოდ ცხორებასა, რომელ არს მოქმედებაჲ მცნებათა და ბრძანებათა ქრისტესთაჲ. გინათუ ესრეთ, რამეთუ შჯულად სულისა ცხორებისა მის მიერ სხუასა ადგილსა წოდებულმან სახარებამან მოაკუდინა იგი შჯულად სიკუდილისა სახელდებულისა მისგან ძუელისა შჯულისა, რაჲთა მისგან — უქმ, ხოლო ამისსა — მოქმედ იყოს; რამეთუ ამისი მოქმედებაჲ არს მისი დაცვაჲ, ხოლო მისი მოქმედებაჲ — ზოგად ამისგან და მისგან გარდამავალ გუყოფს. გინათუ ესრეთცა, ვითარმედ: რომელი-იგი მიბრძანებდა ყოველსავე მას შინა წერილსა დაცვად, ხოლო ქმნად ვერცა ერთისა რაჲს შემეწეოდა, და არა-ქმნისათჳს მომკლვიდა წყევითა და პატიჟისყოფითა, ამისთჳსცა მის მიერ მოკლული წყევითა და პატიჟითა მკუდარ და უქმ ვარ ყოვლითურთ, არა თუ ღმერთმან განმაცხოველოს მადლით მოტევებითა ბრალთაჲთა, და იგივე თავადი შემეწიოს საქმედ განმაცხოველებელთა მცნებათა ძისა მისისა საყუარელისათა.

მოციქულისაჲ: ქრისტეს თანა ჯუარცუმულ ვარ. ხოლო ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემ თანა ქრისტე (2,19-20).

თარგმანი: ქრისტეს თანა ჯუარს-ვეცუმით ნათლისღებითა, რამეთუ მოვკუდებით ცოდვისაგან და ჩუეულებისა პირველთა საქმეთაჲსა, და აღუთქუამთ მას ჯმნასა მათგან. ხოლო მათგან რაჲ მოვკუდეთ და არღარა მივიქცეთ კუალად მოქმედებად მათდა, მიერითგან ქრისტე ჩუენ შორის არს, და არღარა ჩუენ ვმოქმედებთ კეთილსა მას, არამედ ყოველსავე იგი თავადი გუაქმნევს, უკუეთუ ოდენ შეუდგეთ მორჩილებასა მცნებათა მისთასა, შეგუეწევის და გჳძღჳს, ვინაჲცა ენებოს. და ესე არს მისი ჩუენ შორის ცხორებაჲ, რაჟამს არარაჲ იქმნებოდის თავთა შინა ჩუენთა არასათნოჲ მისი, რამეთუ ვითარცა-იგი ცოდვაჲ, რაჟამს განძლიერდეს, მოაკუდინებს სულსა, და თჳთ ცხოველებს და მოქმედებს ჴორცთა მათ შინა, რომელთა იუფლონ იგი, ეგრეთვე კაცმან, რაჟამს განაძლიეროს სათნოებაჲ, მკლველ ექმნების ცოდვასა; და თჳთ მოკუდების ცოდვისაგან; და ესრეთ, მიერითგან მის შორის მკჳდრ და მოქმედ არს ქრისტე, და იგი იქმს ყოველსავე ჴორ-ცთა მათ შორის, მომკუდართა ცოდვისაგან, საქმითისა და გონებითისა.

მოციქულისაჲ: ხოლო რომელ-ესე აწ ცხოველ ვარ ჴორცითა, სარწმუნოებითა ცხოველ ვარ ძისა ღმრთისაჲთა, რომელმანცა შემიყუარა მე და მისცა თავი თჳსი ჩემთჳს (2,20).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ არა ხოლო საუკუნოჲ იგი და უხილავი ცხორებაჲ, არამედ თჳთ საწუთროჲ ესე და აწინდელი არავინაჲ სხვო მომიღებიეს, თჳნიერ სარწმუნოებითა იესუ ქრისტესითა, რამეთუ ესე თუმცა არა, არარაჲ დამაყენებელ იყო კუალად ყოფად წყლითრღუნისა და წარრღუნად ყოვლისა ჴორციელისა, გარდარეულებისათჳს ცოდვათა და უშჯულოებათა ჩუენთაჲსა, არამედ ქრისტეს განჴორციელებამან დააცხრვო რისხვაჲ ღმრთისაჲ, და მომიყიდა ჩუენ ცხორებაჲ სარწმუნოებითა მისსა მიმართ. ხოლო რომელ-ესე ზოგადსა გამოჴსნასა კაცთა ნათესავისასა სისხლთა მიერ და ვნებისა საუფლოჲსა ქმნილსა თჳსად მარტოდ განიკუთნებს განჴურვებული და მოტყინარე სიყუარულითა ქრისტესითა პავლე, ამით სახესა მოგუცემს ჩუენ, ვითარმედ კაცად-კაცადი ესოდენსა მადლობასა თანამდებ ვართ სიტყჳთ და საქმით მოქმედებითა მცნებათა მისთაჲთა, ვითარმცა კაცად-კაცადისა თითოეულისათჳს მარტოდ ქმნილ იყო განჴორციელებაჲ სიტყჳსა ღმრთისაჲ.

მოციქულისაჲ: არა შეურაცხ-ვჰყოფ მადლსა მას ღმრთისასა, რამეთუ უკუეთუ შჯულისაგან არს სიმართლე, ქრისტე სამე ცუდად მოკუდა (2,21).

თარგმანი: იხილე, თუ სადა აღიყვანა სიტყუაჲ მხილებისაჲ, ვითარმედ: რომელნი-იგი შჯულსა ჰმსახურებენ, ქრისტეს მადლსა შეურაცხ-ჰყოფენ, რამეთუ უკუეთუ შჯული არს განმამართლებელ და უპირატეს არს იგი მადლისა, ნამეტავ სამე იქმნა სიკუდილი ქრისტესი, რომელი-იგი განმართლებისა ჩუენისათჳს მოკუდა. ხოლო მე არცა ვჰმსახურებ შჯულსა, არცა მის ძლით შეურაცხვჰყოფ მადლსა მას ქრისტეს მიერისა განმართლებისასა.

მოციქულისაჲ: ჵ უცნობელნო გალატელნო, ვინ გეშურებოდა თქუენ ჭეშმარიტებისა არა-მორჩილებად? (3,1).

თარგმანი: პირველ წარმოთქუმულთა სიტყუათა მიერ ჯეროვნად განუცხადა თჳსი არა კაცთა, არამედ ღმრთისა მიერ მოვლინებულებაჲ მოციქულებისაჲ, ხოლო აწ იწყებს ფარულის მხილებისა განცხადებად და შჯულისა მადლსა თანა შეტყუებად და დაკნინებად. ხოლო არა ქრისტეს მცნებათა წინააღმდგომ არს ცოფ და უცნობო წოდებაჲ ესე გალატელთაჲ, რამეთუ მან არა ლიტონად ბრძანა საშჯელი, არამედ მისთჳს ოდენ, რომელმან ცუდად და უსამართლოდ ჰრქუას ვისმე ძმათაგანსა ცოფ; ხოლო ამათსა ვინმცა უცოფეს ანუ უუგუნურეს იყო, რომელნი ქრისტესა დაუტეობდეს და კუალად ჰურია-ყოფად მიიქცეოდეს, რომლისათჳსცა სიტყჳთა ამით, ვითარმედ: "ვინ გეშურებოდა თქუენ?" — კეთილად ცხად-ჰყოფს, ვითარმედ საშურველსა საქმესა შინა იყვნეს, ოდეს-იგი იყვნეს მორჩილ ჭეშმარიტებისა.

მოციქულისაჲ: რომელთა თუალთა წინაშე პირველვე გამოიწერა თქუენ შორის იესუ ქრისტე ჯუარცუმული (3,1).

თარგმანი: ესევე სიტყუაჲ ზოგად ქებისაჲცა არს და ძაგებისაჲ, რამეთუ აქებს პირველსა მას ესოდენ მტკიცედ მორწმუნეობასა, რომელ იერუსალჱმს ქმნილი იგი განგებულებაჲ ჯუარცუმისაჲ, ვითარცა მუნვე გალატიას ქმნილი წინაშე თუალთა გამოიწერეს, განცდად იგი თუალითა გონებისაჲთა, ხოლო სძაგებს აწინდელსა ესოდენ ადრე გარდაქცევასა, ვითარ მყის დაივიწყეს ყოველივე იგი სიტყჳთა ქადაგებისაჲთა გამოწერილი მათდა შემთხუევაჲ ვნებათა მათ საუფლოთაჲ, რომელ ჩუენთჳს თავს-იდვა ქრისტემან: განშიშულებაჲ, ქენჯნაჲ, კიცხევაჲ და ბასრობაჲ, სუმაჲ ძმრისაჲ და მიმთხუევაჲ ლახურისაჲ, რომელნი-ესე დაღაცათუ მათ დაივიწყნეს, ხოლო პავლე ესოდენ მოქადულ არს, რომელ ცისა და ქუეყანისა, და ყოვლისაჲვე მათ შორის შემოქმედობაჲ და დამბადებელობაჲ დაუტევნა მისთჳს თქუმად და მხოლოდ ჯუარცუმასა ოდენ მისსა კმა-იყოფს თქუმად, ვითარცა თავსა ცხორებისა ჩუენისსა.

მოციქულისაჲ: ესე ხოლო მნებავს თქუენგან უწყებად: საქმეთაგან შჯულისათა სული იგი მიიღეთ, ანუ სმენითა მით სარწმუნოებისაჲთა?(3,2).

თარგმანი: თჳთ მათვე ჰკითხავს, ვითარმედ: ვინაჲთგან ესოდენსა ამას საიდუმლოსა ქრისტეს ჩუენთჳს ჯუარცუმისასა დამვიწყებელ ხართ, ამისიღა მინებს თქუენგან ცნობაჲ: პირველ მადლისა, ოდეს-იგი შჯულსა შინა იყვენით, მაშინვე გაქუნდაა სული იგი მადლისაჲ? ანუ აწღა მადლისაგან მიიღეთ, რომელი-იგი არა გაქუნდა შჯულისა მიერ? — აწ უკუე, უკუეთუ სმენითა სარწმუნოებისაჲთა შეგემატა, რაჲ-იგი პირველ არა გაქუნდა შჯულსა შინა, და იქმნენით არა ხოლო მხილველ, არამედ მოქმედცა ნიშებისა და სასწაულებისა, რადღა დაუტევეთ სარწმუნოებაჲ და მიიქცევით შჯულისა?

მოციქულისაჲ: ესრეთ უცნობელ ხართ, იწყეთ სულიერად და აწ ჴორციელად აღასრულებთ? (3,3).

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: ჯერ-იყო მიმყოვრებასა ჟამისასა წარმატებაჲ თქუენი, ხოლო თქუენ მოაკლდებით და უზეშთაესსა საზომსა სულისა მიერ სასწაულთა მოქმედებისასა აღსრულნი კუალად უგუნურებით ჴორცთა წინადაცუეთადვე მიიქცევით, რომელსა აღსრულება სამართლად უწოდ, რამეთუ პირუტყუებრ უგრძნობელად მისწვდებით განჭრილნი მგელთა მიერ.

მოციქულისაჲ: ესოდენი გევნო ცუდად? და თუმცა ცუდად (3,4).

თარგმანი: ესე არს ვნებაჲ, რამეთუ წინადაცუეთითა ცუდ იქმნებოდა მათთჳს ნათლისღებაჲ, და უქმ — კეთილნი იგი, მის მიერ მინიჭებულნი. ხოლო ამის ცუდ ქმნისაჲ არს ღონე კუალად ცუდ ქმნისაჲ, რომელი-იგი ჰეთუმცა იქმნა, რაჲთამცა კუალად მოქცევითა და შედგომითა მადლისაჲთა ცუდ და ამაო ყვეს ვნებაჲ იგი და ზღვევაჲ მისგან განვრდომისაჲ, რამეთუ ამას ინატრის მოციქული, რაჲთა მისცეს მათ სასოებაჲ შენანებისაჲ.