თარგმანი: წარმართ იყო ტიტე და წინადაუცუეთელ, რომლისა არა-იძულებაჲ წინადაცუეთად მოციქულთა მიერ — განცხადებული სამხილებელი იყო მათი, რომელთა უძლურებისათჳს პეტრე და მისთანანი შეუნდობდეს წინადაცუეთად, რამეთუ უკუეთუმცა საჭიროდ საჴმარ ვისსამე იყო წინადაცუეთაჲ, უეჭუელად მას წინა-დასცუეთდეს. ხოლო ძმად მტყუვრად უწოდს მათ, რომელნი რეცა ქრისტიანობასა იჩემებდეს და თჳთ წინადაცუეთასა ქადაგებდეს; არღარა მიშუებით პეტრესებრ, არამედ კუალად მათვე ჰურიათა შჯულსა დაამონებდეს, ქრისტეს მიერ გამოჴსნილთა მათ. და კუალად, პეტრე და მისთანანი ჰურიათაგანთა ოდენ მიუშუებდეს ჟამერთ მენდობით წინადაცუეთად, ხოლო იგინი წარმართთაგანთაცა აიძულებდეს-ვე; და ესევე იყვნეს აღმაშფოთებელ გალატელთა, რაჲთა განხრწნან მათ შორის აზნაურებაჲ იგი ქრისტეს მიერი კუალად შჯულისავე წესთა დამონებითა, რომელთა სამართლად მსტურად უწოდს, ვითარცა აშაგთა, შინა-განმცემელთა ქრისტიანობისათა.
გალატელთა მიმართ 2:4
3. არამედ არცაღა ტიტე, რომელი-იგი იყო ჩემ თანა, რამეთუ წარმართღა იყო, იიძულა წინადაცუეთად,4. შემოსულთა მათთჳს ძმათა-მტყუვართა, რომელნი შემოვიდეს განმსტურობად აზნაურებასა მას ჩუენსა, რომელი მაქუს ქრისტე იესუჲს მიერ, რაჲთა ჩუენ დაგჳმონნენ,5. რომელთაჲ ჟამ ერთცა არა თავს-ვიდევით დამორჩილებაჲ, რაჲთა ჭეშმარიტებაჲ იგი სახარებისაჲ დაადგრეს თქუენ თანა.
გალატელთა მიმართ თავი 2